მოგზაურობა დედამიწის სამოთხეში, ტრადიციული იაპონური ხელნაკეთობათა შესწავლის მიზნით | ტურიზმი ტოიოტა - ტურიზმის ოფიციალური ვებგვერდი, ტოიოტა სიტი, აიჩი - იაპონია

We use cookies on this site to enhance your user experience. If you continue to browse, you accept the use of cookies on our site.

Accept

Halfway Between Tokyo and Kyoto

  • LANGUAGE
    1. HOME >
    2. სარეკომენდაციო კურსები >
    3. მოგზაურობა დედამიწის სამოთხეში, ტრადიციული იაპონური ხელნაკეთობათა შესწავლის მიზნით

    სარეკომენდაციო კურსები

    მოგზაურობა დედამიწის სამოთხეში, ტრადიციული იაპონური ხელნაკეთობათა შესწავლის მიზნით

    ტოიოტას ცენტრი

    ობარა

    ნახევარი დღე

    იაპონური ტრადიციების შესწავლა შეიძლება დაიწყოთ ტოიოტა სიტის ბო-ნო-ტე მუზეუმში. აქ შეგიძლიათ გაიგოთ ტრადიციული ბო-ნო-ტე ცერემონიის წარმოშობის შესახებ, ასევე დაათვალიეროთ გამოფენა, შემდეგ კი გაემგზავრეთ ობარა-ს რაიონში, ტრადიციული იაპონური ქაღალდის დამზადების სამშობლოში. აღმოაჩინე ვაშის ქაღალდის საიდუმლოებები ვაშის გალერეაში, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ტრადიციულ ობარას ქაღალდს, შემდეგ გადახვიდეთ ვაშის ნაკეთობების მუზეუმში, სადაც შეძლებთ ქაღალდის საკუთარი ხელებით დამადებას.
    ტრადიციული იაპონური ხელოვნების გაცნობის შემდეგ, შეგიძლიათ დაისვენოთ სანაგე ონსენი-ში, რათა დაიბრუნოთ თქვენი ენერგია მომავალი მოგზაურობისათვის.

    • 1დღე
      • ტოიოტა ბო-ნო-ტე კაიკან მუზეუმი
      • ვაში - იაპონური ქაღალდის ხელოვნება და წარმოება, ობარას ქაღალდის ხელოვნების მუზეუმში
      • სანაგე ონსენ კურორტი

    START

    1დღე


    ტოიოტა ბო-ნო-ტე კაიკან მუზეუმი

    ტოიოტა ბო-ნო-ტე კაიკან მუზეუმი
    ბონოტე არის საბრძოლო ხელოვნება რომელიც ითვლება არამატერიალურ ფოლკლორულ კულტურულ საუნჯედ და ის ტაძრის ფესტივალზე ტარდება. აქ ნახავთ მთელ რიგ ექსპონატებისა და მასალების დეტალურ აღწერას. ტოიოტას რეგიონი გამორჩეულია ბონოტეს მრავალფეროვანი ვარიანტებით. გამოფენაზე დეტალურადაა აღწერილი ინფორმაცია მისი წარმოშობის, სკოლებისა და გამოყენების ისტორიის შესახებ.




    ობარა ქაღალდის ხელოვნების მუზეუმი ვაში-ნო-ფურუსატო

    ობარა ქაღალდის ხელოვნების მუზეუმი ვაში-ნო-ფურუსატო
    ობარას უბანი კარგად შეეფერება თუთის ხის გაზრდას, ამიტომ თუთის წარმოება ცნობილია, ჯერ კიდევ მურამოჩის პერიოდიდან. ვაშინოფურუსატო არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ გაიგოთ ყველაფერი ქაღალდის წარმოების შეახებ ობარა ქაღალდის ხელოვნების მუზეუმი გთავაზობთ როგორც "ვაშის" გალერეას, სადაც შეგიძლიათ გაიგოთ ობარას ქაღალდის დამზადებისა და ხელოვნების შესახებ , ასევე ხელოსნობის ცენტრში, შეგიძლიათ მოსინჯოთ თქვენი ძალები ქაღალდის წარმოებაში. ხელოვნებისა და ხელოსნობის ცენტრი საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ ქაღალდის ოთხი სტილიდან ერთერთი (შრიფტი, ილუსტრაცია, ფოთოლი და მარაო) და შეამოწმე თქვენი თავი ქაღალდის კეთებაში. აქ თქვენ დაგეხმარებათ ექსპერტები ობარას ქაღალდის კეთების საქმეში, ისინი უზრუნველყოფენ თქვენ სრულ ჩართულობას ქაღალდის წარმოების პროცესში. რა თქმა უნდა, შეგიძიათ ნაკეთობა სახლში წაიღოთ, როდესაც ის სათანადოდ გაშრება. ვაშის ხელოვნების გალერეა ასახავს მთელი რიგი ქაღალდის ნამუშევრებს, რაც თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ.




    სანაგე ონსენ კურორტი

    სანაგე ონსენ კურორტი
    სანაგე ონსენი არის აიჩის პრეფექტურის უმსხვილესი ბუნებრივი რადონის ცხელი წყარო. ცხელი წყაროს წყალი 1,200 მეტრი მიწისქვეშა ფენიდან ამოდის. მას მეტსახელად "სამედიცინო თერმული წყალი“ უწოდებენ, იგი იაპონიაში ერთ-ერთი უიშვიათესი თერმულია წყლია, რომელიც შეგიძლიათ დალიოთ. თქვენ იღებთ რადონის თერმული წყლის სასარგებლო ინგრედიენტებს კანიდან როდესაც ბანაობთ მასში, ცხვირიდან როდესაც ისუნთქავთ მის ოხშივარს და პირიდან როდესაც მას სვამთ. ის არის ძალიან პოპულარული მისი თერაპიული თვისებების გამო. არსებობს აბაზანები, სადაც შეგიძლიათ ბანაობა იმის გარეშე რომ ოფიციალურად სასტუმროში ცხოვრობდეთ. იმისა გამო რომ სანაგე ონსენი მდებარეობს აიჩი კოგენ ქუასის ეროვნული პარკის შუაგულში, აქვე შეგიძლიათ დატკბეთ იაპონური ბაღის ხილვით. ღამის განათება ქმნის ბაღის ლამაზ ხედებს.


    GOAL