საკვები და სუვენირები
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! ჩვენი სპეციალური პროდუქტები ჩვენი სიამაყეა
გთხოვთ, დააგემოვნოთ ჩვენი ქვეყნის ერთერთი გამორჩეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და ასევე განსაკუთრებული პროდუქტები, რომლებიც იზრდება ამ რეგიონის მდიდარი ბუნებისა და უნიკალური კლიმატის წყალობით.
-
ბრინჯი
- Toyota City-ში იზრდება ბრინჯის სხვადასხვა ჯიშები, როგორიცაა Mineasahi, რომელიც ცნობილია როგორც იშვიათი ბრინჯი, Koshihikari და Daichi no Kaze, და ის ძალიან ამაყობს იმით რომ ნომერ პირველი მწარმოებელი იყო აჩის პრეფექტურაში (2015 წელს). ბრინჯი, სუფთა წყალი და გრილი კლიმატი ხელს უწყობს ძლიან უნიკალური საკეს შექმნას.
-
გოჰეი მოჩი
- ადგილობრივი სპეციალობები
- ძველი თქმულებაა, რომ დიდი ხნის წინ, ბრინჯს ხარშავდნენ გამაგრებამდე, შემდეგ ფშვნიდნენ ქვასანაყით, შემდეგ აასხამდნენ სოსუსწასმულ ხის ჯოხებზე, აცხობდნენ შუა ცეცხლზე და მიართმევდნენ სტუმრებს. თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ მთების დაუვიწყარი გემოთი, ისეთ სანელებლების სურნელით, როგორიცაა მისო, სეზამის სოუსი და წიწაკა ხის არომატით.
-
საკე
- ტოიოტა სიტიში მდებარეობს საკეს 4 სახარში საწარმო. სუფთა წყალი და ცივი კლიმატი ხელს უწყობს ადგილობრივი საკეს არომატის გაუმჯობესებას. ზოგიერთი ლუდსახარში ღიაა თქვენი ვიზიტის მსვლელობისას.
-
აიუს პროდუქცია
- აიუ ხასიათდება მისი გამორჩეული სუნამოებით.
- მდინარე იაჰაგი გაივლის ქალაქსა და მის შემოგარენში, მდინარე ტამოეგავა, არის პრეფექტურაში ყველაზე ცნობილი აიუს სათევზაო ადგილი. სათევზაო სეზონი როგორც წესი ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება და აქ ყოველთვის ხალხმრავლობაა. აქვე მდინარის ნაპირებზე შეგიძლიათ დატკბეთ დამარილებული და შემწვარი თევზით, როგორცაა საშიმი და სხვა კერძები.
-
ჩაის ფოთლები
- ქალაქს აქვს დიდი ჩაის ბაღები, სადაც სხვადასხვა ჯიშის ჩაი იზრდება, მათ შორისა არის ტენჩა, მთავარი ინგრედიენტი ფხვნილი ჩაისათვის, მწვანე ჩაისათვის, ყუბუზეკის, ვაკოჩას და ფუკამუშიქასთვის. ორგანული ჩაის ექსპორტის მოცულობა ცოტა ხნის წინ საგრძნობლად გაიზარდა.
-
ველური იამსები
- ტოიოტას "იუმე ტორორო" პოპულარული საჩუქრია
- ველური იამსები, განსაკუთრებით კი ასჰიდან ჩამოტანი, იფუთება ჩალაში და მიეწოდება სუვენირები სახით. ჩვენ გირჩევთ შეიძინოთ ისინი, როგორც თქვენი მოგზაურობის განსაკუთრებული საჩუქრები.
-
გაზაფხულის შვიდი მწვანილი
- მაცუდაირას რაიონში, იზრდება ცნობილი იაპონური ოხრახუში რომელიც არის გაზაფხულის შვიდი მწვანილის მოსავლის ნაწილი, ექვსი სხვა მწვანილი სხვა რაიონებში იზრდება, გაზაფხულის შვიდი მწვანილი 1984 წლის შემდეგ გამოჩნდა ბაზარზე.
-
ატმები
- ატმების გამო გაზაფხულზე მთელი რეგიონი ვარდისფერი ხდება.
- ტოიოტას სანაგეს რაიონს ეწოდება "მომო ნო სატო". ატმის ყვავილები ყველგან არის გაზაფხულზე, ხოლო ზაფხულში მოდის ატმის ხილის ბარაქიანი მოსავალი მშვენიერი გემოთი, არომატით და გარეგნობით.
-
ჯუმბო მსხლები
- ისნი მოხვდნენ გინესის წიგნში, როგორც მსოფლიოში ყველაზე მსხვილი მსხლის ნაყოფი
- ტოიოტას მსხალი ცნობილია მსუყე და ნოყიერი პროდუქტი, ასეთია "ატაგო" ან ჯუმბო მსხალი, რომელსაც ახასიათებს უდიდესი წარმოების მოცულობა პრეფექტურის მასშტაბით, 2011 წლის ნოემბერში იგი რეგისტრირებულია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც მსოფლიოში ყველაზე მძიმე მსხალი. (წონა 2,948 კგ)
-
შიიტიკის სოკოები
- მაცუდაირას რაიონში მოყავთ ნედლი შიიტიკის სოკოები რომლებიც გამოირჩევა მსხვილი კანით და განსაკუთრებული გემოთი. სოკო ხელმისაწვდომია მთელი წლის განმავლობაში, რაც განპირობებული განსაკუთრებული გაშენების მეთოდით. უფრო მეტიც, შიმამოამის რაიონში, აწარმოებენ განსაკუთრებულ იაპონური სოკოებისგან დამზადებულ სოკოს საწოლებს, მათთვის დამახასიათებელი ხარისხით, არომატით, ტექსტურით და გემოთი
-
გარეული ღორი
- გარეული ღორი ცნობილია კოლაგენის სიმდიდრით, დაბალი კალორიით და უცხიმო ხორცით. ცნობილია ადგილობრივი გარეული ღორის ძეხვეული და შებოლილი ნაწარმი.
-
ღორის სანშუ
- მას ახასიათებს მსუბუქი მაგრამ უგემრიელესი ღორის ხორცის გემო. ამისათვის საქონელს სპეციალურად კვებავენ ხორბლით, რათა ხორცმა წვნიანი და ტკბილი სურნელი მიიღოს.
-
კვერცხები
- სოფლის, სატყეო მეურნეობისა და მეთევზეობის სამინისტროს შეჯიბრების გამარჯვებულები
- კვერცხები რომლებმაც მოიგეს სოფლის, სატყეო მეურნეობისა და მეთევზეობის სამინისტროს პრიზი. ჩვენ ვყიდით კვერცხებს, რომლებიც მდიდარია იოდინით. ასევე არსებობს ლურჯი კვერცხები და აბრეშუმის კვერცხები, რომლებიც როგორც ამბობენ, არის ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო.
-
ორქიდეა და მცირე ქრიზანთემა
- ორქიდეა ანუ დასავლური ორქიდეა ძალზედ პოპულარულია, როგორც საჩუქარი მისი ლამაზი და ელეგანტური გარეგნობის გამო. ზაფხულში და შემოდგომაზე ყვავის სხვა და სხვა ჯიშის პატარა ქრიზანთემები. პრეფექტურაში ქალაქი სარგებლობს წარმოებისა მაღალი რეპუტაციით, როგორც ორქიდეას ასე ქრიზანთემების წარმოებასთან დაკავშირებით.
-
მოცვი
- ტოიოტას დიდი და ტკბილი მოცვი
- ინაბუს რაიონში, მოცვი რეადიციულად გაშენებულია 500მ ზღვის დონიდან, რასაც ხელს უწყობს გრილი კლიმატი. ინაბუს მოცვი დიდი და ტკბილია. თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ისინი ჩვენი მოგზაურობის მსვლელობისას, კერძო ფერმებში. სადაც ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ მოცვი და მოცვიდან დამზადებული სუვენირები.
-
ჰებოს სამზარეულო
- დაუვიწყარი ნაზი სიტკბოს გემო!
- ეს არის სოფლის კერძი რომელსაც შემოდგომაზე ამზადებენ, ახალგაზრდა ფუტკარის ლარვები მოხარშული ბრინჯთან ერთად. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ის სხვადასხვა რესტორანში, როგორც კამამეშის სტილის ან გომოკუმეშის ტიპის კერძი. ზოგიერთი ადამიანი თავდაპირველად თავს იკავებს მისი გასინჯვისგან, მაგრამ თუკი ერთხელ გასინჯავთ გარწმუნებთ რომ ძალიან მოგეწონებათ. ის არის უაღრესად მსუყე მთის დელიკატესი, რასაც თქვენ სხვაგან ვერსად დააგემოვნებთ.