სარეკომენდაციო კურსები
ტოიოტას შემოგარენის ხელოვნება და ტექნიკა - იმოგზაურეთ და ეზიარეთ ტრადიციულ ხელოვნებას
ტოიოტას ცენტრი
ობარა
1 დღე
ტოიოტას მუნიციპალური ხელოვნების მუზეუმის დათვალიერების შემდეგ, სადაც შენობაც კი ხელოვნების ნიმუშია, ვიმედოვნებთ, რომ თქვენ ესტუმრებით ტოიოტას ავტომანქანების ქარხანის საგამოფენო დარბაზს. იქ, სტუმრებს შეუძლიათ მიიღონ სრული გამოცდილება ავტომანქანების წარმოების დეტალების შესახებ, ამ პროცესში გამოყენებული ტექნოლოგიების, ჰიბრიდული მანქანების ევოლუციისა და Toyota-ას უახლესი საავტომობილო ტექნოლოგიების სხვა ასპექტების შესახებ. უშუალოდ ქარხნის დასათვალიერებელი ტურები ასევე ხელმისაწვდომია დასაჯავშნად. მომდევნო დღეს, თქვენ შეგიძლიათ შეჩერდეთ ტოიოტა სიტის ობარას რაიონში, სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ ხელოვნების მუზეუმი, რომელიც სტრუმრებს უჩვენებს ტრადიციული ხელნაწერების და იაპონურ ქაღალდის „ვაშის“ დამზადების პროცესს. ეს არის რაიონი მდიდარი ბუნებრივი სილამაზით. ნოემბერში,სტუმრებს შეუძლიათ იხილონ ცნობილი შიკიზაკურა (ოთხი სეზონის ალუბლის ყვავილობა) რომელიც ერთდრულად კიდევაც ყვავილობს და კიდევაც ფოთლებს იცვლის.
- ტოიოტაშის სადგური
- მანქანების გაქირავება
- ტოიოტას მუნიციპალური ხელოვნების მუზეუმი
- სადილი მუზეუმში
- ტოიოტა კაიკანი
- ობარა ქაღალდის ხელოვნების მუზეუმი
- სადილი ობარაში
- შიკიზკურა ოთხი სეზონის ალუბლის ყვავილობის ფესტივალი
