Korankei Gorge vs. Obara Shikizakura: Toyota-City's utterly popular spot for autumn leaves! | ტურიზმი ტოიოტა - ტურიზმის ოფიციალური ვებგვერდი, ტოიოტა სიტი, აიჩი - იაპონია

We use cookies on this site to enhance your user experience. If you continue to browse, you accept the use of cookies on our site.

Accept

Halfway Between Tokyo and Kyoto

  • LANGUAGE
    1. HOME >
    2. ახალი ამბები >
    3. სტატია >
    4. კორანკეის ხეობა ობარა შიკიზაკურას წინააღმდეგ: ქალაქ ტოიოტას ყველაზე პოპულარული საშემოდგომო ადგილი!

    კორანკეის ხეობა ობარა შიკიზაკურას წინააღმდეგ: ქალაქ ტოიოტას ყველაზე პოპულარული საშემოდგომო ადგილი!

    • 香嵐渓VS小原の四季桜

    როდესაც ლაპარაკია "კოიოზე" - შემოდგომის წითელ ნეკერჩხალზე - იმწამსვე გახსენდებათ ტოიოტა-სიტის საამაყო ადგილები, კორანკეის ხეობა და ობარა.
    ორივე ადგილას ერთდროულად იმართება შემოდგომის ფესტივალები, 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, სადაც შეიძლება ნახოთ ატრაქციონები და ღირსშესანიშნაობები მთელი თვის განმავლობაში: კორანკეი, ადგილი სადაც ლამაზი სანახაობა ფანტასტიკურად იცვლება დღისით და ღამით, და ასევე ობარა, ადგილი სადაც მთელი წლის განმავლობა ყვავილობს ალუბალი, ისინი თავისი სილამაზით თანაბარ კონკურენციას უწევენ დიდებული შემოდგომის სხვა ადგილებს.
    ამ ადგილების ასეთი გაზრდილი პოპულარობა მთელი წლის მანძილზე იწვევს საგზაო საცობებს და სხვადასხვა პრობლემებს. თუმცა, მიმდინარე წლიდან დაინიშნა პირდაპირი საავტობუსო მარშრუტი იაკუსას სადგურიდან კორანკეიში, და ეს არის ამ ორ წერტილს შორის უმოკლესი მარშრუტი შეფერხებების გარეშე. კიდევ ერთი მარშრუტი აკავშირებს კორანკეისა და ობარას, რომელიც საშუალებას მისცემს სტუმრებს მოინახულონ ორივე ადგილი ერთი დღის განმავლობაში.. გთხოვთ ეწვიოთ კორანკეისა და ობარას, რადგანაც ეხლა ეს გაცილებით ხელმისაწვდომი გახდა!

    კორანკეი ერთნაირად მშვენიერია დღისით და ღამით

    როგორც ამბობენ კორნაკეის ხეობაში 4000-ზე მეტი იაპონური ნეკერჩხლის ხეა, მათ შორისაა „იროჰა-მომიჯი" (Acer palmatum), „ომომიჯი" (Acer amoenum) და „კაედე“-ს თერთმეტი სხვადასხვა სახეობა. დღის განმავლობაში, დატკბით ახლომდეარე ფერდობების ფანტასტიკური სილამაზით და მათი ანარეკლით წყალში. ხოლო საღამოობით, იხილეთ სპეციალურად მოყვითალო შუქით განათებული ტყის მშვენიერება.

    კორანკეის ნეკერჩხლის ფოთლების ფესტივალი (კორანკეი მომიჯი მაცური)

    ეს ფესტივალი იმართება კორანკეის მოედანზე (კორანკეი ჰირობა) და სხვა ატრაქციონებთან ერთად მოიცავს ტაიკო იაპონური დასარტყამების გამოსვლას, „ოჩაკაის" მწვანე ჩაის დაგემოვნებას და თიხის ნაკეთობების გამოფენას. მზის ჩასვლისთანავე ყველა განათება ირთვება რითაც იქმნება "იამა-მოეიუს" (ცეცხლოვანი მთის) ფანტასტიკური ილუზია.

    მიმოხილვაზე

    ობარას შიკიზაკურა - კოიოსა და საკურას შორის დიადი თანამშრომლობა

    შიკიზაკურა - ოთხი სეზონის ალუბლის ყვავილობა - ობარას ხეები წელიწადში ორჯერ ყვავილობენ, გაზაფხულზე და შემოდგომაზე. ამჟამად მათი რაოდენობა დაახლოებით 10 000-მდე აღწევს, ეს ხეები ყვავილობენ, როდესაც კოიო (ნეკერჩხლის ფოთლები) ცვივა შიკიზაკურას და სოტოიამას მთის ფერდობებზე და ქმნიან დაუვიწყარ თვალწარმტაც სანახაობას, რომლის ფერთა მრავალფეროვნება პირდაპირ აჯადოვებს მის მნახველს. ახლო მდებარეობს სენმი შიკიზაკურა-ნო-სატო, კიდევ 1,200 ხე, რომელიც აძლიერებს ისედაც დაუვიწყარ შტაბეჭდილებას ობარას შესახებ.

    ობარა შიკიზაკურა ფესტივალი (ობარა შიკიზააკურა მაცური)

    ობარა ფურეაის პარკი ძლიან ცნობილი და საყვარელია ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის. იგი წარმოადგენს მათთვის ერთგვარ თავშეყრისა და გართობის ადგილს. სწორედ აქ იმართება ფესტივალი. სხვადასხვა ატრაქციონები დ გასართობები განთავსებულია ისეთ ადგილებში როგორიცაა ვაში-ნო-ფურუსატო (ობარა ქაღალდის ხელოვნების მუზეუმი), ჰოკუბუ სეკაცაუ კაიზენის ცენტრი (ობარას სიცოცხლის გაუმჯობესების ცენტრი), სენმი შიკიზაკურა-ნო-სატო (სენმი შიკიზაკურა სოფელი). თითოეულ ობიექტს შორის მანძილის დასაფარავად, სტუმრებს შეუძლიათ გამოიყენონ უფასო ავტობუსები "შიკიზაკურა კურურინ-ბუს".

    მიმოხილვაზე

    როდესაც მოგზაურობთ კორანკეის ან ობარასკენ მიმავალ გზაზე, გამოიყენეთ მოსახერხებელი, პირდაპირი მარშრუტის ავტობუსები! იხილეთ ქვემოთ!

    სადგური იაკუსა ⇔ კორანკეი

    2021 ავტობუსი მეიტეცუ კორანკეი

    2021ავტობუსი მეიტეცუ კორანკეი


    ადგილების პოპულარობის რეიტინგი

    ※ Ranking is weekly total.