ტოიოტას შემოგარენის ხელოვნება და ტექნიკა - იმოგზაურეთ და ეზიარეთ ტრადიციულ ხელოვნებას | ტურიზმი ტოიოტა - ტურიზმის ოფიციალური ვებგვერდი, ტოიოტა სიტი, აიჩი - იაპონია

We use cookies on this site to enhance your user experience. If you continue to browse, you accept the use of cookies on our site.

Accept

Halfway Between Tokyo and Kyoto

  • LANGUAGE
    1. HOME >
    2. სარეკომენდაციო კურსები >
    3. ტოიოტას შემოგარენის ხელოვნება და ტექნიკა - იმოგზაურეთ და ეზიარეთ ტრადიციულ ხელოვნებას

    სარეკომენდაციო კურსები

    ტოიოტას შემოგარენის ხელოვნება და ტექნიკა - იმოგზაურეთ და ეზიარეთ ტრადიციულ ხელოვნებას

    ტოიოტას ცენტრი

    ობარა

    1 დღე

    ტოიოტას მუნიციპალური ხელოვნების მუზეუმის დათვალიერების შემდეგ, სადაც შენობაც კი ხელოვნების ნიმუშია, ვიმედოვნებთ, რომ თქვენ ესტუმრებით ტოიოტას ავტომანქანების ქარხანის საგამოფენო დარბაზს. იქ, სტუმრებს შეუძლიათ მიიღონ სრული გამოცდილება ავტომანქანების წარმოების დეტალების შესახებ, ამ პროცესში გამოყენებული ტექნოლოგიების, ჰიბრიდული მანქანების ევოლუციისა და Toyota-ას უახლესი საავტომობილო ტექნოლოგიების სხვა ასპექტების შესახებ. უშუალოდ ქარხნის დასათვალიერებელი ტურები ასევე ხელმისაწვდომია დასაჯავშნად. მომდევნო დღეს, თქვენ შეგიძლიათ შეჩერდეთ ტოიოტა სიტის ობარას რაიონში, სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ ხელოვნების მუზეუმი, რომელიც სტრუმრებს უჩვენებს ტრადიციული ხელნაწერების და იაპონურ ქაღალდის „ვაშის“ დამზადების პროცესს. ეს არის რაიონი მდიდარი ბუნებრივი სილამაზით. ნოემბერში,სტუმრებს შეუძლიათ იხილონ ცნობილი შიკიზაკურა (ოთხი სეზონის ალუბლის ყვავილობა) რომელიც ერთდრულად კიდევაც ყვავილობს და კიდევაც ფოთლებს იცვლის.

    • 1დღე
    • 2დღე
      • ტოიოტაშის სადგური
      • მანქანების გაქირავება
      • ტოიოტას მუნიციპალური ხელოვნების მუზეუმი
      • სადილი მუზეუმში
      • ტოიოტა კაიკანი
      • ობარა ქაღალდის ხელოვნების მუზეუმი
      • სადილი ობარაში
      • შიკიზკურა ოთხი სეზონის ალუბლის ყვავილობის ფესტივალი

    START

    1დღე


    ტოიოტას მუნიციპალური ხელოვნების მუზეუმი

    ტოიოტას მუნიციპალური ხელოვნების მუზეუმი
    ეს მუზეუმი მდებარეობს იქ სადაც ადრე ძველ ციხე იყო და მისგან ტოიოტას სხვადასხვა ხედები ჩანს. მას ადრე კორომო ციხე ერქვა. თავად მუზეუმი ხელოვნების ნიმუშს ჰგავს, სხვადასხვა ნამუშევრები მუზეუმის გარეთაც კი არის გამოფენილი. ნათელი შენობა გამოირჩევა თეთრი ფერის მოტივებით და გაძლევთ კომფორტულად დასვენების საშუალებას. ნახატების კოლექციები მოიცავს იაპონიისა და საზღვარგარეთის ხელოვანთა ნამუშევრების ფართო სპექტრს, ძირითადად თანამედროვე ეპოქა არის წარმოდგენილი. გვერდით მდებარეობს ტაკაჰაში სეცუროს გალერეა სადაც წარმოდგენილია მახტვრის ტაკაჰაში სეცუროს მოლაქული ნამუშევრები. ისეთი ექსპონატები, როგორიცაა ლაქირებული პანელები, დასაკეცი ეკრანები, გრაგნილები და სხვა ამ სახის ნამუშევრები. თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ლაქირებული პიანინოები, კლარნეტები, დასაკრავები და სხვა მუსიკალური ინსტრუმენტები.


    სადილი მუზეუმში



    ტოიოტა კაიკან მუზეუმი

    ტოიოტა კაიკან მუზეუმი
    დატკბით ჩვენს მუზემში განთავსებული ხელოვნების შეუდარებელი ნიმუშებით
    ტოიოტას მუნიციპალური ხელოვნების მუზეუმი მდებარეობს გორაზე, სადაც ადრე კორომო-ს ციხე იყო. ამ მუზეუმის არქიტექტურა წარმოადგენს არქიტექტორის, იოშიო ტანიგუჩის საუკეთესო ნაშრომს. იგი ცნობილია როგორც მე-20 საუკუნის ხელოვნებისა და დიზაინის ნამუშევრების გამოფენა, მუზეუმში ასევე დაცულია თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებიც.


    2დღე


    ობარა ქაღალდის ხელოვნების მუზეუმი ვაში-ნო-ფურუსატო

    ობარა ქაღალდის ხელოვნების მუზეუმი ვაში-ნო-ფურუსატო
    ობარას უბანი კარგად შეეფერება თუთის ხის გაზრდას, ამიტომ თუთის წარმოება ცნობილია, ჯერ კიდევ მურამოჩის პერიოდიდან. ვაშინოფურუსატო არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ გაიგოთ ყველაფერი ქაღალდის წარმოების შეახებ ობარა ქაღალდის ხელოვნების მუზეუმი გთავაზობთ როგორც "ვაშის" გალერეას, სადაც შეგიძლიათ გაიგოთ ობარას ქაღალდის დამზადებისა და ხელოვნების შესახებ , ასევე ხელოსნობის ცენტრში, შეგიძლიათ მოსინჯოთ თქვენი ძალები ქაღალდის წარმოებაში. ხელოვნებისა და ხელოსნობის ცენტრი საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ ქაღალდის ოთხი სტილიდან ერთერთი (შრიფტი, ილუსტრაცია, ფოთოლი და მარაო) და შეამოწმე თქვენი თავი ქაღალდის კეთებაში. აქ თქვენ დაგეხმარებათ ექსპერტები ობარას ქაღალდის კეთების საქმეში, ისინი უზრუნველყოფენ თქვენ სრულ ჩართულობას ქაღალდის წარმოების პროცესში. რა თქმა უნდა, შეგიძიათ ნაკეთობა სახლში წაიღოთ, როდესაც ის სათანადოდ გაშრება. ვაშის ხელოვნების გალერეა ასახავს მთელი რიგი ქაღალდის ნამუშევრებს, რაც თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ.


    სადილი



    ობარა ფურეაის პარკი (შიკი-ზაკურა)

    ობარა ფურეაის პარკი (შიკი-ზაკურა)
    ობარა ფურეაის პარკი ადგილობრივი მოსახლეობის დასვენებისა და რეკრეაციის ადგილად მიიჩნევა. მდიდარი ბუნებრივი გარემოთი, პარკი გასაკუთრებულად განკუთვნილია ფეხით სეირნობისათვის, თქვენს წინ გადაიშლება დაუვიწყარი, ოთხი სეზონის ურთიერთ ცვლილების ხედები. გარდა ამისა, ობარა ფურეაის პარკი და მიმდებარე ტბა არის ტოიოტა სიტის მერიის ობარას ფილიალის საკუთრება და აქ ერთდროულად ნახავთ 300 ალუბლის ხეს. ისინი ყვავილობენ გაზაფხულზე, მარტის შუა რიცხვებიდან აპრილის დასაწყისამდე და ასევე შემოდგომაზე, ოქტომბრის ბოლოდან ივნისის დასაწყისამდე. ადგილობრივი ბუნებრივი პირობები ხელს უწყობ იმას რომ მნახველებს შეუძლიათ ერთდროულად დატკბნენ როგორც ალუბლის ყვავილობით ასევე შემოდგომის ფოთლების სილამაზით. 1-30 ნოემბერი არის საუკეთესო დრო, რომ იხილონ ყოველწლიური ალუბლის ყვავილობა და რაც გამოიხატება შიკი-ზაკურას ფესტივასლის ჩატარებით, რომელიც ტარდება ობარა ფურეაის პარკში.


    GOAL