მოგზაურობა ცნობილი იაპონიის გენერალის იეიასუ ტოკუგავას ფესვების გასაცნობად. | ტურიზმი ტოიოტა - ტურიზმის ოფიციალური ვებგვერდი, ტოიოტა სიტი, აიჩი - იაპონია

We use cookies on this site to enhance your user experience. If you continue to browse, you accept the use of cookies on our site.

Accept

Halfway Between Tokyo and Kyoto

  • LANGUAGE
    1. HOME >
    2. სარეკომენდაციო კურსები >
    3. მოგზაურობა ცნობილი იაპონიის გენერალის იეიასუ ტოკუგავას ფესვების გასაცნობად.

    სარეკომენდაციო კურსები

    მოგზაურობა ცნობილი იაპონიის გენერალის იეიასუ ტოკუგავას ფესვების გასაცნობად.

    მაცუდაირა

    ფუჯიოკა

    1 დღე

    მაცუდაირას ტაძარი არის მაცუდაირას საგაზაფხულო ფესტივალის სახლი, რომლის დროსაც შეგიძლიათ მოწმენი გახდეთ აღდგენილი მისტიკური და გმირული სცენებისა. ოტაკის ველი არის რეკომენდირებული ადგილი ჰაიკინგისა და სხვა აქტიური დასვენებისთვის, თავისი უზარმაზარი და უჩვეულოდ ფორმის ლოდებით და მტკნარი მდინარის წყლებით.
    აიჩის გამწვანების ცენტრი, არის დიდ ფართობზე გაშენებული ნაციონალური პარკი, სხვა და სხვა სახის ბაღებით და სამწვადე ადგილებით. იგი ღიაა მთელი წლის განმავლობაში. პარკი ცნობილია მისი ალუბლის ხის ყვავილობითა და სხვადასხვა სახეობის ყვავილებით ( მათ შორის „იუკი-იანგა“).

    • 1დღე
    • 2დღე
      • მაცუდაირა ტოშოგუს სალოცავი
      • მაცუდაირას საგაზაფხულო ფესტივალი
      • ოტაკის ხეობა
      • აიჩის გამწვანების ცენტრი (აიჩიკენ რიოკა ცენტერ)

    START

    1დღე


    მაცუდაირა ტოშოგუს სალოცავი

    მაცუდაირა ტოშოგუს სალოცავი
    მაცუდაირა ტოშოგუს სალოცავი ეძღვნება ჩიკაუჯი მაცუდაირას, მაცუდაირას კლანის პატრიარქს, რომლისაგანაც ცნობილი შოგუნი ტოკუგავა იეიასუ იღებს სათავეს. სალოცავი მდებარეობს იქ სადაც ოდესღაც მაცუდირის ვილა იყო. სადღესასწაულო დარბაზის მიმდებარედ არის მაცუდაირაგოუს დარბაზს, სადაც წარმოდგენილია მაცუდაირასა და ტოკუგავას კლანებთან დაკავშირებული სხვადასხვა ნივთი. აქ თქვენ ასევე იხილავთ ჭას, სადაც მაცუდაირა პირველად ბანაობდა. იგი ცნობილია როგორც დიდი სარგებელისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის მომგვრელი წყალი და ითვლება წმინდა ადგილად. მაცუდაირა ტოშოგუს სალოცავში ტარდება მრავალი ფესტივალი და მას ბევრი ადამიანი სტუმრობს მთელი წლის განმავლობაშ.




    მაცუდაირას საგაზაფხულო ფესტივალი

    მაცუდაირას საგაზაფხულო ფესტივალი
    შიგაკუ-საი, კაბის რეპეტიცია, ტარდება შაბათს 17 აპრილს სრული ფესტივალის წინასწარ. შიგაკუ-საი ფესტივალი იწყება საღამოს და მოიცავს იმ ჭიდან წყლის ამოღებას სადაც მაცუდაირა ბანაობდა, საღამო მთავრდება ფეიერვერკით. მომდევნო დღეს ტარდება მთავარი ფესტივალი, როდესაც სიწმინდეები გადააქვთ ტოშოგუს სალოცავიდან კოგეცუს-ინში.




    ოტაკის ხეობა

    ოტაკის ხეობა
    ისიამოვნეთ ამ 1,8 კილომეტრიანი მდინარის ხეობის ბუნების სილამაზე, რომელიც ეცემა 148 მეტრი სიმაღლიდან. ეს ზაფხულში სამწვადე შესანიშნავი ადგილია. ხეობაში ხუთი პარკის ტერიტორიებიაა და ქლიავის ბაღები, 90 მეტრი სიგრძის ოტაკის ტბა, რომელზედაც გადებულია ორი სასეირნო ხიდი. კარგად დაცული ფეხით სავალი ბილიკები მდინარის გასწვრივ და ხეების ჩრდილები გთავაზობთ დიდი საფეხმავლო თავგადასავალს.


    2დღე


    აიჩის გამწვანების ცენტრი (აიჩიკენ რიოკა ცენტერ)

    აიჩის გამწვანების ცენტრი (აიჩიკენ რიოკა ცენტერ)
    ობიექტი მოიცავს სხვადასხვა ბაღებს, ისეთს როგორიცაა იაპონური ბაღები და ქვის ბაღები, სადაც სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნონ ყვავილებისა და ბუნების სილამაზით მთელი წლის განმავლობაში. აქ გთავაზობენ ტრენინგებს, კლასებს და რჩევებს რათა მცენარეები გავრცელდეს თქვენს სახლებში და სამუშაო ადგილებზე. ასევე შედგენილია ოთხი ექსპანსიური გაზონი, რომელიც 2,6 ჰექტარს შეადგენს. მიმდებარე შოვას ტყე შეიქმნა იმპერატორის შოვას მეფობის 50 წლის აღსანიშნავად. აქ არსებული სამწვადე ადგილები, ფიტნეს ტექნიკა და სხვა საშუალებები ამ ადგილს დასვენების იდეალურ ადგილად აქცევს. სხვადასხვა მცენარეებისა და ხეების გარდა, სტუმრებს შეუძლიათ შეისწავლონ ველური ფრინველები მათ ბუნებრივ საცხოვრებელ პირობებში.


    GOAL