რომანტიული ზამთრის ტური ყინილის ფანტასტიკურ სამყაროში | ტურიზმი ტოიოტა - ტურიზმის ოფიციალური ვებგვერდი, ტოიოტა სიტი, აიჩი - იაპონია

We use cookies on this site to enhance your user experience. If you continue to browse, you accept the use of cookies on our site.

Accept

Halfway Between Tokyo and Kyoto

  • LANGUAGE
    1. HOME >
    2. სარეკომენდაციო კურსები >
    3. რომანტიული ზამთრის ტური ყინილის ფანტასტიკურ სამყაროში

    სარეკომენდაციო კურსები

    რომანტიული ზამთრის ტური ყინილის ფანტასტიკურ სამყაროში

    ინაბუ

    1 დღე

    იშვიათი სანახაობაა ხეები დაფარული ყინვით და განათებული მზის შუქით, სუფთა ქათქათა ტყის შუაგულში, მოინახულეთ ინაბუ, ცივი ყინულოვანი კლიმატის მხარე. ყინულები და ლოლოები დაუვიწყარი სანანხაობაა, განათებით ღამით, როდესაც ისინი განათებული არიან სოეციალური სანათებით. დარჩით ნაცუაკე ონსენის კურორტზე ერთი ღამით და დატკბით თბილი აბანოებით. მომდევნო დღეს, დააგემოვნე ტრადიციული იაპონური საკე, რომელიც დანზადებულია ჰოურაიზენ გინჯო კოუბუს სახარშში. შემდეგ კი გაემართეთ ასუკეს მიმართულებით. სანამ აქ ხართ, თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ ასუკის ქალაქში, ძველ სახლებში განთავსებული ჰინას თოჯინების დეკორაციებით.

    • 1დღე
    • 2დღე
      • მენოკი ხელუხლებელი სილამაზის ტყე
      • ინაბუს ყინულის კასკადი
      • დარჩით ნაცუაკე ონსენის კურორტზე
      • ტური და სემინარი ჰორაიზენ გინჯოს ლუდსახარშში
      • სანშუ ასუკე იაშიკის მუზეუმი
      • ჩუმას ჰინას თოჯინები ასუკე-ქალაქში

    START

    1დღე


    მენოკი ხელუხლებელი სილამაზის ტყე

    მენოკი ხელუხლებელი სილამაზის ტყე
    მენოკის ხელუხლებელი ტყე 300 წელზე მეტი ხნის წიფლის ხეებით არის სავსე, ის წარმოადგენს თენრიუ-ოკუმიქავას კვაზი-ეროვნული პარკის სპეციალური დაცვის ტერიტორიას. ზამთარში ხეები იფარება ყინულით და ამ დროს ისინი განსაკუთრებით ლამაზი სანახავი არიან. სადამკვირვებლო სადგომიდან ნათელ ამინდში შესაძლებელი დიადი ფუძიამას მთის ხილვა.




    ინაბუს ყინულის ჩანჩქერი

    ინაბუს ყინულის ჩანჩქერი
    ყოველი წლის დეკემბერში, ოიდაირა პარკში (როკუროგის) მდინარე იყინება და იქვე მდებარე ჩანჩქერზე წარმოიშვება ენით აღუწერელი ფიგურები (ჰიობაკუ), რისი ნახვაც მხოლოდ ზამთარშია შესაძლებელი. ღამის განათების დროს, ყინულის ფიგურები მისტიკურად ბრწყინავენ.
    ის წარმოადგენს ინაბუს რაიონის ერთ ერთ მნიშვნელოვან სანახაობას.




    ნაცუიაკე ონსენის კურორტი

    ნაცუიაკე ონსენის კურორტი
    მდინარე ნაგურამიედინება თერმული წყაროს ქალაქის ცენტრში. მდინარის მიმდებარე ტერიტორია წელიწადის ნებისმიერ დროს ლამაზია. ზაფხულში შეგიძლიათ ითამაშოთ მდინარეში. შემოდგომაზე დატკბეთ შემოდგომის ფოთლებით. ადგილობრივი სამზარეულო იყენებს ბევრ სეზონურ ალპური ბოსტნეულს. ახლოს მდებარეობს ოიდარას პარკი, რომელიც ცნობილია მისი შემოდგომის ფოთლებით, ზუირიუჯის ტაძარი ცნობილია მტირალა ალუბლის ყვავილიბით და ჯოგაიამას მთა ცნობილია მისი დიდი კომბოსტოს ნაყოფით. აქ შეგიძლიათ დატკბეთ ბუნებთ ნებისმიერ ადგილას.


    2დღე


    სექია ჯოზო საკეს ლუდსახარში - ჰორაიზენ გონჯოს სემინარი

    სექია ჯოზო საკეს ლუდსახარში - ჰორაიზენ გონჯოს სემინარი
    ეს სემინარი ეხება სექიას ლუდსახარშს, რომელიც ცნობილია მისი სპირტის ნაწარმით. ჰორაიზენი არის ადგილობრივი ლუდი, რომელიც საკმაოდ კარგად არის ცნობილი. მისი საკეს "ჯინი", "სორი" და "ბი" ვარიანტები ძალიან პოპულარულია. გარდა ამისა, ისინი ასევე აწარმოებენ შოოუს არაყს და ლიქიორს. ტურისტებისათვის სპეციალურად შექმნილია ქარხნის დათვალიერების შესაძლებლობა. სასურველია ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე დაჯავშნოთ ვიზიტი და მიიღებთ უფრო დეტალურ ინფორმაციას და დეგუსტაციის შესაძლებლობასაც კი. ჩვენი რეკომენდაციაა დაესწროთ საკეს მომზადების სემინარს. 10,000 JPY-სთვის, შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ამ სემინარზე. ასევე არსებობს კურსი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ სხვადასხვა სახის სასმელი და მიირთვათ ლანჩი. თქვენ ასევე შეგიძლიათ წაიღოთ სახლში თქვენს მიერ დამზადებული საკე, როგორც სუვენირი.




    სანშუ ასუკე იაშიკის მუზეუმი

    სანშუ ასუკე იაშიკის მუზეუმი
    ეს ხალხური კულტურის მუზეუმი გაიხსნა 1980 წელს. აქ აღდგენილია მდიდარი მეურნეობის მქონე ოჯახის საცხოვრებელი სახლი, უკანა სახლით, ძირითად სახლთან და ბამბუკის სახლთან ერთად, რომელსაც ხის სახურავი აქვს და ეს მთლიანობაში ხის კონსტრუქციაა. ასუკეს მდიდრულ სახლში წარმოდგენილია ხელნაკეთი ნივთები, რომლებიც დამახასიათებელია ადგილობრივი რეგიონის ცხოვრების წესისთვის, მათ შორის სამზარეულო, ტრადიციული ქაღალდის დამზადების საამქრო, საქსოვი და სხვა. აქ წარმოდგენილია ათი სხვადასხვა სახალხო რეწვის ხელნაკეთი ნოვთები. აქვე გაქვთ საშუალება მოსინჯოთ საკუთარი ძალები.




    ჩუმას ჰინას თოჯინები ასუკე-ქალაქში

    ჩუმას ჰინას თოჯინები ასუკე-ქალაქში
    ასუკეს ძველი ქიჩების სახლები და მაღაზიები მორთული არიან ტრადიციული თიხის თოჯინებით, რაც გაზაფხულის მოსვლის სიმბოლოდ ითვლება.


    GOAL