ღია ჰაერზე
კემპინგის გარდა, მთელი დღის განმავლობაში მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად შეგიძლიათ ისარგებლოთ ფრინველებზე დაკვირვებით, მძლეოსნობით, ან ვარსკვლავებით სავსე ცის ნახვის შესაძლებლობით.
- ეს დაწესებულება სტუმრებს სთავაზობს დასვენების მრავალფეროვან საშუალებას, მაგალითად ყვავილებისა და ბუნების დაკვირვებას სრული წელიწადის განმავლობაში, ისეთ ადგილებში როგორიცაა იაპონური ბაღები და ქვის-ბაღები. აქ მდებარეობს ოთხი ექსპანსიული მდელო, რომელიც მოიცავს 2,6 ჰექტარს. არსებული ფართო და ღია სივრცე შესანიშნავი საშუალებაა კარგ ამინდში ფეხით სეირნობისათვის.
სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნონ ბუნების წიაღით, ისარგებლონ შოვას ტყის გარე სამწვადე ადგილებითა და სავარჯიშო ფიტნეს დანადგარებით.
აქ გაჭიმული მრავალი სასეირნო ბილიკი, რომელიც მიემართება ტყეში ველური ბუნებისა და ფრინველების სათვალთვალო ტერასებზე. განუმეორებელი ბუნება და შეუდარებელი დასვენების საშუალებები ელოდებიან სტუმრებს.
- მრავალდარგოვანი დასვენების დაწესებულება ზღვის დონიდან 650 მეტრ სიმაღლეზე. ისიამოვნეთ სხვადასხვა აქტივობები, როგორიც არის კემპინგი, სამწვადე ადგილები, პიკნიკები კონტაქტური ზოოპარკი, ხალხური ხელოვნების გაკვეთილები და ასტრონომიული დაკვირვებები. ზამთარში ბავშვებს შეუძლიათ ისარგებლონ იოკისორის სათხილამურო ტრასით. შენობის შიგნით არის განთავსებული "გენკეთეის“ რესტორანი და "გენკის“ ბაზრობა. გენკითეიში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძები. გენკი ბაზარზე იყიდება ბოსტნეული, სხვადასხვა მწნილები და ადგილობრივ სუვენირები.
- ბევრი ადამიანი ჩამოდის ტბის სეზონური სილამაზის სანახავად. თქვენ შეგიძლიათ დაარტყათ ტბას წრე, სულ 16 კილომეტრია, ან ისარგებლოთ ველოსიპედით. არსებობს დასასვენებელი სადგურები, საცალფეხო ბილიკები, ბუნგალოები და კემპინგები. ასევე შეგიძლიათ იქირავოთ ნავი ტბაზე გასასვლელად ან სათევზაოდ.
- ეს ხალხური კულტურის მუზეუმი გაიხსნა 1980 წელს. აქ აღდგენილია მდიდარი მეურნეობის მქონე ოჯახის საცხოვრებელი სახლი, უკანა სახლით, ძირითად სახლთან და ბამბუკის სახლთან ერთად, რომელსაც ხის სახურავი აქვს და ეს მთლიანობაში ხის კონსტრუქციაა. ასუკეს მდიდრულ სახლში წარმოდგენილია ხელნაკეთი ნივთები, რომლებიც დამახასიათებელია ადგილობრივი რეგიონის ცხოვრების წესისთვის, მათ შორის სამზარეულო, ტრადიციული ქაღალდის დამზადების საამქრო, საქსოვი და სხვა. აქ წარმოდგენილია ათი სხვადასხვა სახალხო რეწვის ხელნაკეთი ნოვთები. აქვე გაქვთ საშუალება მოსინჯოთ საკუთარი ძალები.
- ისიამოვნეთ ამ 1,8 კილომეტრიანი მდინარის ხეობის ბუნების სილამაზე, რომელიც ეცემა 148 მეტრი სიმაღლიდან. ეს ზაფხულში სამწვადე შესანიშნავი ადგილია. ხეობაში ხუთი პარკის ტერიტორიებიაა და ქლიავის ბაღები, 90 მეტრი სიგრძის ოტაკის ტბა, რომელზედაც გადებულია ორი სასეირნო ხიდი. კარგად დაცული ფეხით სავალი ბილიკები მდინარის გასწვრივ და ხეების ჩრდილები გთავაზობთ დიდი საფეხმავლო თავგადასავალს.
- 629 მეტრის სიმაღლის სანაგეს მთა დიდხანს ითვლებოდა წმინდა ადგილად. ეს ფეხითმოსიარულეთა საყვარელი ადგილია.
- ველო ბილიკები გადის სუიგენ პარკში, ისეთ ღირშესანიშნაობების გვერდზე როგორიცაა ტოიოტა ეროუზ ბრიჯი და ფორესტ ჰილზი.