შემოდგომის ფესტივალის ელემენტები | ტურიზმი ტოიოტა - ტურიზმის ოფიციალური ვებგვერდი, ტოიოტა სიტი, აიჩი - იაპონია

We use cookies on this site to enhance your user experience. If you continue to browse, you accept the use of cookies on our site.

Accept

Halfway Between Tokyo and Kyoto

  • LANGUAGE
    1. HOME >
    2. ახალი ამბები >
    3. სპეციალური თვისებები >
    4. შემოდგომის ფესტივალები

    შემოდგომის ფესტივალები

    შემოდგომის ფესტივალები სავსეა იაპონიის ტრადიციული კულტურის შესწავლის შესაძლებლობებით. კულტურული ღონისძიებები მოიცავენ, დაშის და ბო-ნო-ტეს საბრძოლო ხელოვნების დემონსტრაციებს, რომლებიც ტარდება ტოიოტას რეგიონის სხვადასხვა ადგილას.

    სანაგეს ფესტივალი

    ფესტივალის მთავარი ღონისძიებები იმართება ყოველ ოქტომბერის მეორე კვირას, ხოლო წინა შაბათს იმართება მოსამზადებელი ღონისძიებები. სარეპეტიციო ფესტივალი, სახელწოდებით შირაკუ-საი,დროს ტარდება სალოცავის მსვლელობა სახელწოდებით მიკოში ტოგიო ხალხი ლოცულობს ბედნიერებისა და ჯანმრთელობისათვის, ასევე ტარდება საბრძოლო ხელოვნებაზე დაფუძნებული საცეკვაო წარმოდგენები რომელსაც ბო-ნო-ტე ეწოდება.
    ამ მიკოში ტოგიოს მსვლელობისას, სტუმრებს შეუძლიათ მოწმენი გახდნენ თუ როგორ დაატარებენ მომლოცველები ქალაქიშ ქუჩებში ჩირაღდნებით გადანათებულ სალოცავს.
    მთავარ ფესტივალს, ეწოდება ჰონგაკუ-საი, ის წარმოადგენს ბო-ნო-ტეს და მიკო-მაის საცეკვაო სპექტაკლებს.
    ბო-ნო-ტე იყენებს ხელჯოხებს, ხმლებს, შუბებს, და სხვა საბრძოლო ხელოვნების ნიმუშებს, რომელიც წარმოიშვა მურომაქის პერიოდში (დაახლოებით 1336-1573 წლებში). აქ ხშირად სრუდება ლოცვა უხვი მოსავლისთვის.
    სანაგეს ფესტივალის ფესვები მე-16 საუკუნის ბოლომდან მომდინარეობს. მის პიკის დროს, აქ მოსახლეობა აგროვებდა შემოწირულობებს ცხენების სახით და ბო-ნო-ტეს წარმოდგენები სადაც მონაწილეობას იღებდნენ 186 სოფლის წარმომადგენლები ისეთი პროვინციებიდან როგორიც არიან ოვარი, მიქავა, და მინო. აქ იყო ბო-ნო-ტეს შეჯიბრებები პირდაპირ სალოცავის ტერიტორიაზე, რაც ხშირად იწვევა მასობრივ ჩხუბებს, სწორედ ამიტომ ამ ფესტივალს „ჩხუბის ფესტივალს“ უწოდებდნენ.

    ასუკეს ფესტივალი

    ასუკეს ფესტივალი ასუკე ჰაჩიმანგუ ტაძარში ტარდება. ძირითადი დარბაზი 1466 წელს განახლდა და მნიშვნელოვან კულტურულ მემკვიდრეობად ითვლება. ეს ფესტივალი ტარდება 1700-იანი წლებიდან და დღემდე უცვლელი რჩება. ქუჩაში ოთხ ტივს ატარებენ. ღონისძიება, ადრე ხუთი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, მაგრამ ეხლა უკვე ორი დღემდე შემცირდა. შაბათს ფესტივალის წინდღეა და კვირას მთავარი ფესტივალია. შაბათს ღამით დაინახავთ, როგორ გადააქვთ გადასატანი სალოცავი, რომელსაც წინ ჩირაღდნების აღლუმი მიუძღვის. სიწმინდე ქალაქში გადაადგილდება.

    კორომოს ფესტივალი

    ფესტივალი იმართება ყოველწლიურად, ოქტომბრის თვის მესამე კვირა დღეს, რეპეტიცია არის წინა დღეს. სარეპეტიციო ნაწილის დროს ქალაქის ქუჩებში გადაადგილდება დიდი ტივები რასაც თან ახლავს კორომოს სალოცავთან გამართული სიჩიდო მაირის ღონისძიება. ძირითადი ფესტივალის დროს ტივები სალოცავთან იკრიბებიან და ცას უდიდესი ფეიერვერკი ანათებს.

    ობარას კულტურული ფესტივალი ობარა კაბუკი

    ობარა კაბუკი სათავეს ედოს შუა პერიოდში იღებს, მაშინ როდესაც ადგილობრივები თავიანთ წარმოდგენებს სხვადასხვა სიწმინდეებს უძღვნიდნენ. დღეს, ასეთი წარმოდგენები წელიწადში ორჯერ ტარდება მაისსა და ოქტომბრის თვეში ობარა კორიუკანის დარბაზში და მას "ობარა-ზა"-ს უწოდებენ