ტურიზმისა
ძიების პარამეტრები
- რაიონი :
- ჟანრი :
3შედეგი შედეგები 1 - 3
ტოიოტას ცენტრი
ის მდებარეობს მდინარე იაჰაგის გასწვრივ, ეს არის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილი ალუბლის ყვავილობის სანახავად. გაზაფხულზე, 450-ზე მეტი ალუბლის ხე ყვავილობს და მთელი რეგიონი ვარდისფერი ხდება. ზამთარში ის ხდება ველური ფრინველისთვის სასურველი ადგილი, სადაც თავს იყრიან ველური იხვები და ბატები. აქვე ხელმისაწვდომია ველო ტურები, სუიგენის პარკიდან ტოიოტა ეროუზ ბრიჯის, ფორესტა ჰილის და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით.
ტოიოტას ცენტრი
კურაგაიკეს ტბის ირგვლივ გაშენებული პარკი შექმნილია სპეციალურად საოჯახო დასვენებისთვის. იქ მისვლა შეიძლება ტოკაი-კონჯოს მაგისტრალის კურაიაიკეს პარკინგის ზონიდან. აიჩი-კოგენის კვაზი-ეროვნული პარკი წარმოადგენს მნიშვნელოვანი შენობა ნაგებობების ერთობლიობას, აქ თქვენ ნახავთ ზოოპარკს, ბოტანიკურ ბაღს, სასტუმრო რანჩოს, საბავშვო სათამაშო სახლს და პარკინგის ზონას.
ობარა
ობარა ფურეაის პარკი ადგილობრივი მოსახლეობის დასვენებისა და რეკრეაციის ადგილად მიიჩნევა. მდიდარი ბუნებრივი გარემოთი, პარკი გასაკუთრებულად განკუთვნილია ფეხით სეირნობისათვის, თქვენს წინ გადაიშლება დაუვიწყარი, ოთხი სეზონის ურთიერთ ცვლილების ხედები. გარდა ამისა, ობარა ფურეაის პარკი და მიმდებარე ტბა არის ტოიოტა სიტის მერიის ობარას ფილიალის საკუთრება და აქ ერთდროულად ნახავთ 300 ალუბლის ხეს. ისინი ყვავილობენ გაზაფხულზე, მარტის შუა რიცხვებიდა...