სარეკომენდაციო კურსები
მოგზაურობა ბუნების წიაღში - გაიცანით ცნობილი ცნობილი მაცუდაირას კლანის წარმომადგენლის, გმირი ტოკუგავა იეიასუს ფესვები
მაცუდაირა
შიმოიამა
1 დღე
ტაძარი მაცუდაირა ტოშოგუ არის ადგილი, რომელიც წარმოადგენს ტოკუგავა იეიასუს და მაცუდაირა კლანის დამაარსებლი მაცუდაირა ჩიკაჯის სამშობლოს. მაცუდაირას სახლ-მუზეუმში წარმოდგენილიამაცუდაირას კლანის იარაღები და მუზარადები, აქ ასევე არის ე.წ. „მემკვიდრეობის გზა“, სამოგზაურო მარშრუტი რომელიც გვიჩვენებს მაცუდაირას კლანთან დაკავშირებულ მრავალ საინტერესო ფაქტებს და დეტალებს. რატომ არ შემოვიაროთ ფეხით მთელი ქალაქი და არ ვისიამოვნოთ ლამაზი ხედებით?
დარჩით ღამე შიმოიამაში, და გაემართეთ მიქავას ტბაზე მომდევნო დღეს. აქ შეგიძლიათ ისეირნოთ ტბაზე ნაქირავები ნავის საშუალებით, ითევზაოთ ან დაკავდეთ აქტიური სპორტით, ტენისით, გოლფით ან უბრალოდ კემპინგით.
- მაცუდაირა ტოშოგუს სალოცავი
- დარჩით შიმოიმაში
- ტბა მიქავა
- მიქავას პლატო (მიქავა კოგენი)
START
1დღე
მაცუდაირა ტოშოგუს სალოცავი
- მაცუდაირა ტოშოგუს სალოცავი ეძღვნება ჩიკაუჯი მაცუდაირას, მაცუდაირას კლანის პატრიარქს, რომლისაგანაც ცნობილი შოგუნი ტოკუგავა იეიასუ იღებს სათავეს. სალოცავი მდებარეობს იქ სადაც ოდესღაც მაცუდირის ვილა იყო. სადღესასწაულო დარბაზის მიმდებარედ არის მაცუდაირაგოუს დარბაზს, სადაც წარმოდგენილია მაცუდაირასა და ტოკუგავას კლანებთან დაკავშირებული სხვადასხვა ნივთი. აქ თქვენ ასევე იხილავთ ჭას, სადაც მაცუდაირა პირველად ბანაობდა. იგი ცნობილია როგორც დიდი სარგებელისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის მომგვრელი წყალი და ითვლება წმინდა ადგილად. მაცუდაირა ტოშოგუს სალოცავში ტარდება მრავალი ფესტივალი და მას ბევრი ადამიანი სტუმრობს მთელი წლის განმავლობაშ.
2დღე
ტბა მიქავა (მიქავა-კო)
- ბევრი ადამიანი ჩამოდის ტბის სეზონური სილამაზის სანახავად. თქვენ შეგიძლიათ დაარტყათ ტბას წრე, სულ 16 კილომეტრია, ან ისარგებლოთ ველოსიპედით. არსებობს დასასვენებელი სადგურები, საცალფეხო ბილიკები, ბუნგალოები და კემპინგები. ასევე შეგიძლიათ იქირავოთ ნავი ტბაზე გასასვლელად ან სათევზაოდ.
მენოკი ხელუხლებელი სილამაზის ტყე
- მენოკის ხელუხლებელი ტყე 300 წელზე მეტი ხნის წიფლის ხეებით არის სავსე, ის წარმოადგენს თენრიუ-ოკუმიქავას კვაზი-ეროვნული პარკის სპეციალური დაცვის ტერიტორიას. ზამთარში ხეები იფარება ყინულით და ამ დროს ისინი განსაკუთრებით ლამაზი სანახავი არიან. სადამკვირვებლო სადგომიდან ნათელ ამინდში შესაძლებელი დიადი ფუძიამას მთის ხილვა.