სარეკომენდაციო კურსები
დაუვიწყარი საზაფხულო ტურები
ასაჰი
1 დღე
პირველი დღის განმავლობაში, ისიამოვნეთ სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობებით ასაჰი კოგენ გენკი-მურაში, რომელიც 650 მ სიმაღლეზე მდებარეობს და ტავაზობთ დასვენების მრავალ შესაძლებლობას, როგორიცაა კემპინგი, სამწვადეები, კონტაქტური ზოოპარკები, ვორკშოპები.
მომდევნო დღეს, იხილეთ 5,000 ქარი ზარი, რომლებიც ამშვენებენ ოდოჩო იუმეკაკე ქარის ზარების გამოფენას, სანამ თქვენი ვიზიტი დასრულდება აუცილებლად იხილეთ ქალაქ ასაჰის ცნობილი ოკუ-იაჰაგი ონსენის ფეიერვერები. ეს ფეიერვერკი, რომელის ხილვაც უფრო ახლოს შეგიძლიათ, ვიდრე ნებისმიერი სხვა მსგავსი ჩვენება, დარწმუნებული ვართ, რომ იქნება თქვენი ზაფხულის დაუვიწყარი მოგონება.
- სოფელი ასაჰი კოგენ გენკიმურა
- ფურეაის ინტერაქტიული ზოოპარკი
- ობსერვატორია
- დარჩით სოფელ ასაჰი კოგენ გენკიმურაში
- ოდო იუმეკეკე ფურინ ქარის ზარები
- ოკუიაჩაგი ონსენის კურორტი ასაჰის ფეიერვერკები
START
1დღე
სოფელი ასაჰი კოგენ გენკიმურა
- მრავალდარგოვანი დასვენების დაწესებულება ზღვის დონიდან 650 მეტრ სიმაღლეზე. ისიამოვნეთ სხვადასხვა აქტივობები, როგორიც არის კემპინგი, სამწვადე ადგილები, პიკნიკები კონტაქტური ზოოპარკი, ხალხური ხელოვნების გაკვეთილები და ასტრონომიული დაკვირვებები. ზამთარში ბავშვებს შეუძლიათ ისარგებლონ იოკისორის სათხილამურო ტრასით. შენობის შიგნით არის განთავსებული "გენკეთეის“ რესტორანი და "გენკის“ ბაზრობა. გენკითეიში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძები. გენკი ბაზარზე იყიდება ბოსტნეული, სხვადასხვა მწნილები და ადგილობრივ სუვენირები.
2დღე
ოდო იუმეკეკე ფურინ ქარის ზარების ბაზრობა
- ღონისძიება დაიწყო 2003 წელს. ივლისის შუა რიცხვებში ქარის ზარების ხმა უერთდება მდინარის ხმებს და ქმნის მხოლოდ ოდოჩოს რაინოსთვის დამახასიათებელ ხმოვანებას. ღონისძიების პირველი დღე იზიდავს უამრავ სტუმარს, სთავაზობს მათ შესაძლებლობას დაამზადონ საკუთარი ქარის ზარები, შეეცადონ გაიმეორონ ბუდისტების ლოცვები ან მედიტაციები.
ოკუიაჩაგი ონსენის კურორტი ასჰის ფეიერვერკები
- მაყურებლის შეუძლია სპეციალური სავარძლებიდან თვალი ადევნონ, ოკუ-იაჰაგი ონსენის ფეიერვერკებს რომელიც უფრო ახლოს ჩანს, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი ფეიერვერკი. რადგანაც, ეს ტერიტორია მთებით არის გარშემორტყმული და ორგანიზატორებს არ შეუძლიათ ფეიერვერკების ძალიან მაღლა სროლა. ეს კეთდება ხანძრის თავიდან ასაცილებლად. აქედან გამომდინარე, ფეიერვერკები დაბალ სიმაღლეზე ფეთქდებიან, რაც ძალიან ახლოს არის!