სარეკომენდაციო კურსები
მოგზაურობა რათა დატკბეთ ყველაზე სრულყოფილი: აბანოებითა და ნეკერჩხლის ფოთლებით
ასაჰი
ინაბუ
ასუკე
1 დღე
კორანკეი ცნობილია თავისი შემოდგომის ფერებით. წლის საუკეთესო დრო, რომ შემოდგომის ფოთლები დათვალიეროთ არის ნოემბრის შუა რიცხვები, სანამ აქ ხართ, აუცილებლად დაათვალიეერთ"მომიჯის გვირაბი“, ტაძრის შესასვლელიდან კოჯაკურის ტაძრისკენ მიმავალი გზის გასწვრივ, ან ნახეთისეთი სანახაობა, როგორიცაა ტომოებეში რომელიც ცნობილია თავისი ლამაზი განათებით.
ასევე გამოცადეთ "გააკეთე-შენი-ხელით" კულტურული პროგრამა ასუკე ვილაში, შემდეგ კი ღამე სასადა ონსენში გაატარეთ. საღამოს საკვები მზადდება ადგილობრივი ინგრედიენტებით.
მომდევნო დღის განმავლობაში, მიიღეთ მონაწილეობა სასადა ონსენ ჯინენჯო მომიჯი ფესტივალში. სადაც თქვენ გექნებათ საშუალება საკუთარი ხელებით მოამზადოთ ცნობილი კერძი მუგი-ტორო, რომელიც მხოლოდ ადგილობრივი ინგრედიენტებისაგან მზადდება. დონგური-ნო-იუ თერმული წყარო, აქ დონგური იოკოჩოში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სუვენირები, ასევე ისარგებლოთ აბანოებით.
- კორანკეის მომიჯის ნეკერჩხლის ფოთლები
- სანშუ ასუკე იაშიკის მუზეუმი
- დარჩით სასადო ონსენის კურორტზე
- საასადოს შემოდგომის ფესტივალი
- ინაბუ ონსენი დონგური-ნო-იუ ცხელი აბანოები
START
1დღე
კორანკეი
- კორანკეი ცნობილია, როგორც შემოდგომის ფოთოლცვენის სამეფო. საუკეთესო დრო, რომ იხილოთ ფოთლები ნოემბრის შუა რიცხვებიდან ნოემბრის ბოლომდეა, და აქ ბევრი სანახაობაა, მაგალითად, კოჯაკუ-ჯის ტაძრისაკენ მიმავალი მცენარეების ხეივანი, ასევე თომოებაშის ხიდის განათება. გაზაფხულზე, მიწა ფერადფერადი ყვავილების ხალიჩით იმოსება. ასევე შეგიძლიათ იხილოთ ლამაზი პეიზაჟები, როდესაც ხეები ყვავის.
სანშუ ასუკე იაშიკის მუზეუმი
- ეს ხალხური კულტურის მუზეუმი გაიხსნა 1980 წელს. აქ აღდგენილია მდიდარი მეურნეობის მქონე ოჯახის საცხოვრებელი სახლი, უკანა სახლით, ძირითად სახლთან და ბამბუკის სახლთან ერთად, რომელსაც ხის სახურავი აქვს და ეს მთლიანობაში ხის კონსტრუქციაა. ასუკეს მდიდრულ სახლში წარმოდგენილია ხელნაკეთი ნივთები, რომლებიც დამახასიათებელია ადგილობრივი რეგიონის ცხოვრების წესისთვის, მათ შორის სამზარეულო, ტრადიციული ქაღალდის დამზადების საამქრო, საქსოვი და სხვა. აქ წარმოდგენილია ათი სხვადასხვა სახალხო რეწვის ხელნაკეთი ნოვთები. აქვე გაქვთ საშუალება მოსინჯოთ საკუთარი ძალები.
სასადო ონსენის კურორტი
- სასადო ონსენის თერმული ყაროები აღმოაჩინეს მურუმაჩის პერიოდში დაახლოებით 600 წლის წინ, ის არის აიჩის პრეფექტურის უძველესი თერმული წყარო. თერმული წყლები საზრდოობენ მდინარე იაჰაგის სუფთა წყლებით. ეს ცხელი წყლები კარგია ნევრალგიის, კანის დაავადებების, ართრალგისა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ. იგი იზიდავს შემთხვევით სტუმრებს და ასევე იმ ადამიანებს ვინც ეძებს თერაპიული ეფექტს. ბუნებრივი სილამაზე, ბუნების ხმები და ცხელი წყაროების სითბო, თქვენ თავს იგრძნობთ სრულიად განახლებულად, ყველა ხუთივე გრძნობის ჩათვლით. ადგილობრივი სამზარეულო, რომელიც მდიდარია მდინარის თევზითა და მთის ბოსტნეულით, ტურისტების მოზდვის კიდევ ერთი საშუალებაა.
2დღე
საასადოს შემოდგომის ფესტივალი
- ამ ფესტივალის დანიშნულებაა სასადოს პარკში წითელ ნეკერჩხლის ფოთლების მზერით ტკბობა და ასაჰის გასაკუთრებული საკვების, ნატურალური იამის მირთმევა. ასევე შეგიძლიათ მიიღოთ გაკვეთილი, გახეხილი იამისა და ბრინჯის კერძის მომზადებისთვის ან საკუთარი ხელებით მოკრიფოთ იამის მოსავალი. სცენიდა თქვენ გაგართობენ ტაიკოს მედოლეები, აკუსტიკური მუსიკის წარმოდგენები და ეროვნული ორთაბრძოლების ხელოვანები.
ინაბუ ონსენი დონგური-ნო-იუ ცხელი აბანოები
- ისიამოვნეთ სხვადასხვა სახის აბაზანებით, როგორიცაა გარე ხის აბანო გარშემორტყმული ლამაზი ყვავილებით. ქვის ორთქლის საუნას აქვს სამკურნალო მცენარეების არომატი. ასევე არსებობს ყვავილოვანი ცხელი წყალი. საცურაო აუზს აქვს ხის სკამები და ჩამოკიდებული ხელოვნების ნიმუშები, თავს იგრძნობთ როგორც ტყეში. ბანაობის შემდეგ, ისადილეთ დინგურ-ტეის რესტორანში და შეეცადეთ მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი კერძები, როგორიცაა ვაპა-ჰან ბრინჯის კერძი, რომელიც ითვლება როგორც ჯანსაღი საკვები და მასში არის უამრავი ბოსტნეული. ისიამოვნეთ ადგილობრივი წარმოების პროდუქტებით დამზადებული კერძების სამზარეულოთი.