იაპონური შემოდგომის მდიდრული ფერები, რომელიც ტოიოტას საშემოდგომო ფოთლებითაა მორთული

- კორანკეი ცნობილია, როგორც შემოდგომის ფოთოლცვენის სამეფო. საუკეთესო დრო, რომ იხილოთ ფოთლები ნოემბრის შუა რიცხვებიდან ნოემბრის ბოლომდეა, და აქ ბევრი სანახაობაა, მაგალითად, კოჯაკუ-ჯის ტაძრისაკენ მიმავალი მცენარეების ხეივანი, ასევე თომოებაშის ხიდის განათება. გაზაფხულზე, მიწა ფერადფერადი ყვავილების ხალიჩით იმოსება. ასევე შეგიძლიათ იხილოთ ლამაზი პეიზაჟები, როდესაც ხეები ყვავის.
- ობარა ფურეაის პარკი ადგილობრივი მოსახლეობის დასვენებისა და რეკრეაციის ადგილად მიიჩნევა. მდიდარი ბუნებრივი გარემოთი, პარკი გასაკუთრებულად განკუთვნილია ფეხით სეირნობისათვის, თქვენს წინ გადაიშლება დაუვიწყარი, ოთხი სეზონის ურთიერთ ცვლილების ხედები. გარდა ამისა, ობარა ფურეაის პარკი და მიმდებარე ტბა არის ტოიოტა სიტის მერიის ობარას ფილიალის საკუთრება და აქ ერთდროულად ნახავთ 300 ალუბლის ხეს. ისინი ყვავილობენ გაზაფხულზე, მარტის შუა რიცხვებიდან აპრილის დასაწყისამდე და ასევე შემოდგომაზე, ოქტომბრის ბოლოდან ივნისის დასაწყისამდე. ადგილობრივი ბუნებრივი პირობები ხელს უწყობ იმას რომ მნახველებს შეუძლიათ ერთდროულად დატკბნენ როგორც ალუბლის ყვავილობით ასევე შემოდგომის ფოთლების სილამაზით. 1-30 ნოემბერი არის საუკეთესო დრო, რომ იხილონ ყოველწლიური ალუბლის ყვავილობა და რაც გამოიხატება შიკი-ზაკურას ფესტივასლის ჩატარებით, რომელიც ტარდება ობარა ფურეაის პარკში.
- ისიამოვნეთ ამ 1,8 კილომეტრიანი მდინარის ხეობის ბუნების სილამაზე, რომელიც ეცემა 148 მეტრი სიმაღლიდან. ეს ზაფხულში სამწვადე შესანიშნავი ადგილია. ხეობაში ხუთი პარკის ტერიტორიებიაა და ქლიავის ბაღები, 90 მეტრი სიგრძის ოტაკის ტბა, რომელზედაც გადებულია ორი სასეირნო ხიდი. კარგად დაცული ფეხით სავალი ბილიკები მდინარის გასწვრივ და ხეების ჩრდილები გთავაზობთ დიდი საფეხმავლო თავგადასავალს.
- ამ ფესტივალის დანიშნულებაა სასადოს პარკში წითელ ნეკერჩხლის ფოთლების მზერით ტკბობა და ასაჰის გასაკუთრებული საკვების, ნატურალური იამის მირთმევა. ასევე შეგიძლიათ მიიღოთ გაკვეთილი, გახეხილი იამისა და ბრინჯის კერძის მომზადებისთვის ან საკუთარი ხელებით მოკრიფოთ იამის მოსავალი. სცენიდა თქვენ გაგართობენ ტაიკოს მედოლეები, აკუსტიკური მუსიკის წარმოდგენები და ეროვნული ორთაბრძოლების ხელოვანები.
- სანაგეს ფესტივალი ცნობილია ბონოტეს იმპლემენტაციით, ეს საბრძოლო ხელოვნება პრეფექტურის მიერ მიჩნეულია არამატერიალურ ხალხურ კულტურულ მემკვიდრეობად. ფესტივალი ორიენტირებულია სანაგეს სალოცავზე. სანაგეს სალოცავის მფარველია ოუსუ ნო მიკოტო. ოუსუ ნო მიკოტო სამეფო კარის წევრი იყო კოფუნის პერიოდში და ოუსუ ნო მიკოტოს უფროსი ტყუპი ძმაა. ოუსუ ნო მიკოტო ამ რეგიონის აყვავებას და გაფართოებას ცდილობდა, მაგრამ როგორც ამბობენ მას სანაგეს მწვერვალზე შხამიანმა გველმა უკბინა და ასე დაიღუპა. სანაგეს სალოცავს ასევე აქვს დიდი ტრადიცია მარცხენა ხელის ავადმყოფებისათვის. ეს ეხება ოუსუ ნო მიკოტოს ისტორიას, რპმელიც ასევე მემარცხენე იყო.
- ბევრი ადამიანი ჩამოდის ტბის სეზონური სილამაზის სანახავად. თქვენ შეგიძლიათ დაარტყათ ტბას წრე, სულ 16 კილომეტრია, ან ისარგებლოთ ველოსიპედით. არსებობს დასასვენებელი სადგურები, საცალფეხო ბილიკები, ბუნგალოები და კემპინგები. ასევე შეგიძლიათ იქირავოთ ნავი ტბაზე გასასვლელად ან სათევზაოდ.
- ობიექტი მოიცავს სხვადასხვა ბაღებს, ისეთს როგორიცაა იაპონური ბაღები და ქვის ბაღები, სადაც სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნონ ყვავილებისა და ბუნების სილამაზით მთელი წლის განმავლობაში. აქ გთავაზობენ ტრენინგებს, კლასებს და რჩევებს რათა მცენარეები გავრცელდეს თქვენს სახლებში და სამუშაო ადგილებზე. ასევე შედგენილია ოთხი ექსპანსიური გაზონი, რომელიც 2,6 ჰექტარს შეადგენს. მიმდებარე შოვას ტყე შეიქმნა იმპერატორის შოვას მეფობის 50 წლის აღსანიშნავად. აქ არსებული სამწვადე ადგილები, ფიტნეს ტექნიკა და სხვა საშუალებები ამ ადგილს დასვენების იდეალურ ადგილად აქცევს. სხვადასხვა მცენარეებისა და ხეების გარდა, სტუმრებს შეუძლიათ შეისწავლონ ველური ფრინველები მათ ბუნებრივ საცხოვრებელ პირობებში.