მოდით ნახეთ ტოიოტას ბრწყინვალე შემოდგომის ფოთლები | ტურიზმი ტოიოტა - ტურიზმის ოფიციალური ვებგვერდი, ტოიოტა სიტი, აიჩი - იაპონია

We use cookies on this site to enhance your user experience. If you continue to browse, you accept the use of cookies on our site.

Accept

Halfway Between Tokyo and Kyoto

  • LANGUAGE
    1. HOME >
    2. ახალი ამბები >
    3. სპეციალური თვისებები >
    4. შემოდგომის ფოთლები

    შემოდგომის ფოთლები

    მისი შემოდგომის ბრწყინვალე ფერებით და შეუდარებელი ბუნებით, ტოიოტა სიტი შესანიშნავი ადგილია საშემოდგომო დასვენებისათვის. იგი მოიცავს მრავალ უნიკალურ ღირშესანიშნაობას, როგორიცაა კორანკეი, რომელიც ცნობილია თავისი შემოდგომის ფერებითა და შიკიზაკურათი ოთხი სეზონის ალუბლის აყვავილებული ხეებით, რომლებიც გთავაზობთ ალუბლის ყვავილებისა და შემოდგომის ფოთლების იშვიათი კომბინაციას.

    კორანკეის ნეკერჩხლის ფესტივალი

    კორანკეი იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია შემოდგომის ფოთლების სანახავად. ყოველწლიურად ნოემბერში ტარდება ნეკერჩხლის ფესტივალი, ეპიკის დრო, რომ დაათვალიეროთ შემოდგომის ფოთლები და დაახლოებით 4000 ნეკერჩხლის ხის ერთდროული ყვავილობა. შაბათ-კვირას ფესტივალზე ასევე ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები, როგორიცაა იაპონური ტრადიციული სპექტაკლები, ჩაის ცერემონიები, საფესტივალო მუსიკა და სხვა წარმოდგენები. ყოველ ღამეს, მზის ჩასვლის შემდეგ, 21:00 საათზე, ხის ფოთლები ნათდება სპეციალური განათებით რაც დაუვიწყარ სანახაობას წარმოქმნის.

    ობარა შიკიზაკურას ფესტივალი

    დაახლოებით 10,000 შიკიზაკურას ხე დარგეს მთელს ობარას რეგიონში, კარგად არის ცნობილი აქაური ალუბლის ყვავილები, რომლებიც ყვავიან როგორც გაზაფხულზე ისე შემოდგომაზეც. ისინი ყვავილობას ოქტომბრის დასაწყისიდან იწყებენ და პიკს ნოემბრის თვეში აღწევენ, როდესაც შიკზააკურას ფესტივალი ტარდება ობარას რეგიონის სხვადასხვა ადგილას. მთავარი ადგილმდებარეობა არის ობარა ფურეაის პარკი, რომელიც მდებარეობს ტოიოტა სიტის მერიის ობარას ფილიალის ოფისთან. პარკში წარმოდგენილია სხვადასხვა ღონისძიებები, როგორიცაა ვაში-ნო-ფურუსატო (ობარას ქაღალდის ხელოვნების მუზეუმი) დასარტყამი ინსტრუმენტები, სპექტაკლები, ნახატების გამოფენა, ჰაიკუ იაპონური პოეზიის კონკურსები და საკონდიტრო ნაწარმის გაყიდვა.
    აქ არის ვაში-ნო-ფურუსატოს მუზეუმი, მეორე ადგილი, აქ ტარდება ისეთი მოვლენები, როგორიცაა გარე ჩაის ცერემონიები, კოტო-ს წარმოდგენები და ხატვის კონკურსები, რაც თავისმხრივ ზრდის მაყურებლის მონაწილეობას შემოდგომის ფოთლების და ალუბლის ყვავილების ზეიმში.
    ფესტივალის მსვლელობისას, წარმოდგენები სულ ოთხ ადგილას იმართება.

    ოტაკის ხეობის ნეკერჩხლის ფესტივალი

    ისიამოვნეთ ამ 1,8 კილომეტრიანი მდინარის ხეობის ბუნების სილამაზე, რომელიც ეცემა 148 მეტრი სიმაღლიდან. ეს ზაფხულში სამწვადე შესანიშნავი ადგილია. ხეობაში ხუთი პარკის ტერიტორიებიაა და ქლიავის ბაღები, 90 მეტრი სიგრძის ოტაკის ტბა, რომელზედაც გადებულია ორი სასეირნო ხიდი. კარგად დაცული ფეხით სავალი ბილიკები მდინარის გასწვრივ და ხეების ჩრდილები გთავაზობთ დიდი საფეხმავლო თავგადასავალს.

    საასადოს შემოდგომის ფესტივალი

    ამ ფესტივალის დანიშნულებაა სასადოს პარკში წითელ ნეკერჩხლის ფოთლების მზერით ტკბობა და ასაჰის გასაკუთრებული საკვების, ნატურალური იამის მირთმევა. ასევე შეგიძლიათ მიიღოთ გაკვეთილი, გახეხილი იამისა და ბრინჯის კერძის მომზადებისთვის ან საკუთარი ხელებით მოკრიფოთ იამის მოსავალი. სცენიდა თქვენ გაგართობენ ტაიკოს მედოლეები, აკუსტიკური მუსიკის წარმოდგენები და ეროვნული ორთაბრძოლების ხელოვანები.

    სანაგეს სალოცავი

    სანაგეს ფესტივალი ცნობილია ბონოტეს იმპლემენტაციით, ეს საბრძოლო ხელოვნება პრეფექტურის მიერ მიჩნეულია არამატერიალურ ხალხურ კულტურულ მემკვიდრეობად. ფესტივალი ორიენტირებულია სანაგეს სალოცავზე. სანაგეს სალოცავის მფარველია ოუსუ ნო მიკოტო. ოუსუ ნო მიკოტო სამეფო კარის წევრი იყო კოფუნის პერიოდში და ოუსუ ნო მიკოტოს უფროსი ტყუპი ძმაა. ოუსუ ნო მიკოტო ამ რეგიონის აყვავებას და გაფართოებას ცდილობდა, მაგრამ როგორც ამბობენ მას სანაგეს მწვერვალზე შხამიანმა გველმა უკბინა და ასე დაიღუპა. სანაგეს სალოცავს ასევე აქვს დიდი ტრადიცია მარცხენა ხელის ავადმყოფებისათვის. ეს ეხება ოუსუ ნო მიკოტოს ისტორიას, რპმელიც ასევე მემარცხენე იყო.

    გასეირნება ტბა მიქავას შემოდგომის ფოთლებში

    ტბა მიქავა, აიჩი ქოგენ ქუაისის ეროვნული პარკის შესასვლელი , გარშემორტყმულია დაახლოებით 700 ნეკერჩხლის ხით. ყოველ წელს, ნოემბერში, შემოდგომაზე ხედების დათვალიერების მიზნით ტარდება ღონისძიებები ფეხით მოსუარულეთათვის. აქ სტუმრებს შეუძლიათ აირჩიონ სამი სახის ტური: ერთი დატკბენ დაუვიწყარი ხედებითა და საკვებით, მეორე იმოგზაურონ ტბის გარშემო, და მესამე ტური რომელიც გთავაზობთ მიქავას ტბის შესახებ ისტორიულ ექსკურსს. ღონისძიებაზე ხელმისაწვდომია პორტატული ტუალეტები.

    აიჩის გამწვანების ცენტრი (აიჩიკენ რიოკა ცენტერ)

    აიჩის გამწვანების ცენტრი გაზაფხულსა და შემოდგომაზე მიდორის ფესტივალს მასპინძლობს, რომელიც სტუმრებს სთავაზობს ადგილობრივ პროდუქტების შეძენას, აგრეთვე სხვადასხვა კონცერტებსა და წარმოდგენებს.