ტურიზმისა
ძიების პარამეტრები
- რაიონი :
- ჟანრი :
15შედეგი შედეგები 1 - 15
მაცუდაირა
მაცუდაირა-გო იყო მაცუდაირას კლანის მშობლიური მხარე, რომლის საფუძველი ტოკუგავას ოჯახშია. მაცუდაირა ტოშოგუს სალოცავთან ერთად არის კიდევ ბევრი ისტორიული ძეგლი რომლებიც დაკავშირებულია მაცუდაირას კლანთან. ასე მაგალითად კოგეცუინის ტაძარი და მაცუდაირას ციხის ნანგრევები. ასევე აქ არსებობს მრავალი ველური მცენარე, ამიტომ სტუმრებს შეუძლიათ დატკბნენ ადგილობრივი ბუნების სხვადასხვა ხედებით წელიწადის ოთხივე სეზონის განმავლობაში, გაზაფხულზე ალუბლის ...
მაცუდაირა
ისიამოვნეთ ამ 1,8 კილომეტრიანი მდინარის ხეობის ბუნების სილამაზე, რომელიც ეცემა 148 მეტრი სიმაღლიდან. ეს ზაფხულში სამწვადე შესანიშნავი ადგილია. ხეობაში ხუთი პარკის ტერიტორიებიაა და ქლიავის ბაღები, 90 მეტრი სიგრძის ოტაკის ტბა, რომელზედაც გადებულია ორი სასეირნო ხიდი. კარგად დაცული ფეხით სავალი ბილიკები მდინარის გასწვრივ და ხეების ჩრდილები გთავაზობთ დიდი საფეხმავლო თავგადასავალს.
ასაჰი
დაახლოებით 3000 მტირალა ატამი ყვავის ასაჰის რაიონის კამიანაკაჩოში. აქ არის დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძის სასეირნო ბილიკები რის გასწვრივაც ხარობენ მტირალა ატმის ხეები. აპრილის შუა რიცხვები ჩვეულებრივ, საუკეთესო პერიოდია ყვავილობის სანახავად, თუმცა ატმები ზოგიერთ წლებში სხვადასხვა დროს ყვავის.
ასაჰი
მრავალდარგოვანი დასვენების დაწესებულება ზღვის დონიდან 650 მეტრ სიმაღლეზე. ისიამოვნეთ სხვადასხვა აქტივობები, როგორიც არის კემპინგი, სამწვადე ადგილები, პიკნიკები კონტაქტური ზოოპარკი, ხალხური ხელოვნების გაკვეთილები და ასტრონომიული დაკვირვებები. ზამთარში ბავშვებს შეუძლიათ ისარგებლონ იოკისორის სათხილამურო ტრასით. შენობის შიგნით არის განთავსებული "გენკეთეის“ რესტორანი და "გენკის“ ბაზრობა. გენკითეიში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძებ...
ტოიოტას ცენტრი
სიმაღლე: 629 მ. მთა სანაგეს თაყვანს სცემენ როგორც წმინდა მთას უძველესი დროიდან. სანაგე სანჯა დაიმიოჯინი არის სანაგეს სალოცავების ერთობლიობა, რომლებიც განთავსებულია მთის ძირას, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ ფერდობებზე. აქ ასევე არსებობს უამრავი ადგილი, მათ შორის გადმოსახედი, საიდანაც ჩანს მთები ჰაკუ და ონტაკე. ასევე უზარმაზარი ლოდები და ქვები, რომლებსაც აქვთ ნავი ფორმა ოფუნაიში და ტორომირუ წყლის წისქვილის ფორმის. ეს ადგილები იზიდავს...
ტოიოტას ცენტრი
ის მდებარეობს მდინარე იაჰაგის გასწვრივ, ეს არის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილი ალუბლის ყვავილობის სანახავად. გაზაფხულზე, 450-ზე მეტი ალუბლის ხე ყვავილობს და მთელი რეგიონი ვარდისფერი ხდება. ზამთარში ის ხდება ველური ფრინველისთვის სასურველი ადგილი, სადაც თავს იყრიან ველური იხვები და ბატები. აქვე ხელმისაწვდომია ველო ტურები, სუიგენის პარკიდან ტოიოტა ეროუზ ბრიჯის, ფორესტა ჰილის და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით.
ტოიოტას ცენტრი
კურაგაიკეს ტბის ირგვლივ გაშენებული პარკი შექმნილია სპეციალურად საოჯახო დასვენებისთვის. იქ მისვლა შეიძლება ტოკაი-კონჯოს მაგისტრალის კურაიაიკეს პარკინგის ზონიდან. აიჩი-კოგენის კვაზი-ეროვნული პარკი წარმოადგენს მნიშვნელოვანი შენობა ნაგებობების ერთობლიობას, აქ თქვენ ნახავთ ზოოპარკს, ბოტანიკურ ბაღს, სასტუმრო რანჩოს, საბავშვო სათამაშო სახლს და პარკინგის ზონას.
ინაბუ
მენოკის ხელუხლებელი ტყე 300 წელზე მეტი ხნის წიფლის ხეებით არის სავსე, ის წარმოადგენს თენრიუ-ოკუმიქავას კვაზი-ეროვნული პარკის სპეციალური დაცვის ტერიტორიას. ზამთარში ხეები იფარება ყინულით და ამ დროს ისინი განსაკუთრებით ლამაზი სანახავი არიან. სადამკვირვებლო სადგომიდან ნათელ ამინდში შესაძლებელი დიადი ფუძიამას მთის ხილვა.
ფუჯიოკა
დაახლოებით 370 მეტრი ფეხით გასეირნება, ბილიკებით, სადაც აპრილის ბოლოდან მაისის დასაწყისამდე ყვავილების შესანიშნავ ხედებს ნახავთ. "ვისტერიის" ფესტივალი ოქროს კვირაში იმართება, როდესაც ყვავილები სრულად ყვავიან.
ფუჯიოკა
ობიექტი მოიცავს სხვადასხვა ბაღებს, ისეთს როგორიცაა იაპონური ბაღები და ქვის ბაღები, სადაც სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნონ ყვავილებისა და ბუნების სილამაზით მთელი წლის განმავლობაში. აქ გთავაზობენ ტრენინგებს, კლასებს და რჩევებს რათა მცენარეები გავრცელდეს თქვენს სახლებში და სამუშაო ადგილებზე. ასევე შედგენილია ოთხი ექსპანსიური გაზონი, რომელიც 2,6 ჰექტარს შეადგენს. მიმდებარე შოვას ტყე შეიქმნა იმპერატორის შოვას მეფობის 50 წლის აღსანიშნავად. აქ ...
ასუკე
კორანკეი ცნობილია, როგორც შემოდგომის ფოთოლცვენის სამეფო. საუკეთესო დრო, რომ იხილოთ ფოთლები ნოემბრის შუა რიცხვებიდან ნოემბრის ბოლომდეა, და აქ ბევრი სანახაობაა, მაგალითად, კოჯაკუ-ჯის ტაძრისაკენ მიმავალი მცენარეების ხეივანი, ასევე თომოებაშის ხიდის განათება. გაზაფხულზე, მიწა ფერადფერადი ყვავილების ხალიჩით იმოსება. ასევე შეგიძლიათ იხილოთ ლამაზი პეიზაჟები, როდესაც ხეები ყვავის.
ასუკე
ეს ხალხური კულტურის მუზეუმი გაიხსნა 1980 წელს. აქ აღდგენილია მდიდარი მეურნეობის მქონე ოჯახის საცხოვრებელი სახლი, უკანა სახლით, ძირითად სახლთან და ბამბუკის სახლთან ერთად, რომელსაც ხის სახურავი აქვს და ეს მთლიანობაში ხის კონსტრუქციაა. ასუკეს მდიდრულ სახლში წარმოდგენილია ხელნაკეთი ნივთები, რომლებიც დამახასიათებელია ადგილობრივი რეგიონის ცხოვრების წესისთვის, მათ შორის სამზარეულო, ტრადიციული ქაღალდის დამზადების საამქრო, საქსოვი და სხვა. აქ...
ობარა
ობარა ფურეაის პარკი ადგილობრივი მოსახლეობის დასვენებისა და რეკრეაციის ადგილად მიიჩნევა. მდიდარი ბუნებრივი გარემოთი, პარკი გასაკუთრებულად განკუთვნილია ფეხით სეირნობისათვის, თქვენს წინ გადაიშლება დაუვიწყარი, ოთხი სეზონის ურთიერთ ცვლილების ხედები. გარდა ამისა, ობარა ფურეაის პარკი და მიმდებარე ტბა არის ტოიოტა სიტის მერიის ობარას ფილიალის საკუთრება და აქ ერთდროულად ნახავთ 300 ალუბლის ხეს. ისინი ყვავილობენ გაზაფხულზე, მარტის შუა რიცხვებიდა...
შიმოიამა
ბევრი ადამიანი ჩამოდის ტბის სეზონური სილამაზის სანახავად. თქვენ შეგიძლიათ დაარტყათ ტბას წრე, სულ 16 კილომეტრია, ან ისარგებლოთ ველოსიპედით. არსებობს დასასვენებელი სადგურები, საცალფეხო ბილიკები, ბუნგალოები და კემპინგები. ასევე შეგიძლიათ იქირავოთ ნავი ტბაზე გასასვლელად ან სათევზაოდ.
შიმოიამა
მენოკის ხელუხლებელი ტყე 300 წელზე მეტი ხნის წიფლის ხეებით არის სავსე, ის წარმოადგენს თენრიუ-ოკუმიქავას კვაზი-ეროვნული პარკის სპეციალური დაცვის ტერიტორიას. ზამთარში ხეები იფარება ყინულით და ამ დროს ისინი განსაკუთრებით ლამაზი სანახავი არიან. სადამკვირვებლო სადგომიდან ნათელ ამინდში შესაძლებელი დიადი ფუძიამას მთის ხილვა.