ტოიოტა სიტის შესახებ
შეტყობინება მერისგან
Toyota არის აიჩის პრეფექტურაში უდიდესი ქალაქი და მიუხედავად იმისა, რომ იგი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სამრეწველო ქალაქია, მისი საერთო ფართობის დაახლოებით 70% ტყით არის დაფარული. ქალაქი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, რაც სხვადასხვა სახით ვლინდება სეზონიდან გამომდინარე, ასევე ის მკვეთრად გამოიხატება აყვავებულ და გამწვანებულ უბნებში, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელ ადგილებში. ქალაქში უხვად არის წარმოდგენილი ისტორიული, კულტურის, ხელოვნებასა და სპორტთან დაკავშირებული არქიტექტურული ნაგებობები. ადგილობრივი მოსახლეობისათვის ამ საყვარელი ობიექტების მომავალი თაობისათვის შენარჩუნების მიზნით, მოქალაქეები სარგებლობენ სპეციალური პროგრამით, რომელსაც "ჩვენ გვიყვარს TOYOTA“ ეწოდება.
Toyota City უმასპინძლებს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს 2019 წელს, და ჩვენ ყველა ზომას ვიხმართ, იმისათვის რომ გავაცნოთ ჩვენი სტუმართმოყვარეობა ჩვენი ქალაქის სტუმრებს
ვიმედოვნებთ, რომ ეს ვებსაიტი დაგეხმარებათ უკეთესად გაიგოთ Toyota City, მისი განსაკუთრებული თავისებურებები და სრულად შეიცნოთ ჩვენი ქალაქის მიმზიდველობა.
Toyota City-ის მერი ტოიშხიკო ოტა