We use cookies on this site to enhance your user experience. If you continue to browse, you accept the use of cookies on our site.

Accept

Halfway Between Tokyo and Kyoto

  • LANGUAGE
    1. HOME >
    2. ტოიოტას შესახებ >
    3. მონოზუკურის ისტორია

    ტოიოტა სიტის შესახებ

    მონოზუკურის ისტორია

    Facebook
    Send by LINE

    Toyota City-ის მრეწველობა ყოველთვის მიმართული იყო მომავლისკენ

    "გვსურს გავხდეთ მომავლის იდეალური, ნორმალური ქალაქი". ამ ლოზუნგით, Toyota City მუშაობს ბევრ ახალ შორსმჭვრეტელ პროექტზე, რომლებიც ხშირად ვრცელდება იაპონიის სხვა ქალაქებზე. ტყის მოვლა, რომელიც გათვლილია 100 წელზე მეტი პერიოდზე, განახლებადი ენერგიის ადგილობრივი წარმოება ადგილობრივი მოხმარებისთვის და ეკოლოგიური ჭკვიანი სახლების სადემონსტრაციო ექსპერიმენტები... ქალაქმა აგრძელებს განვითარებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, სატყეო მეურნეობის, მრეწველობისა და ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა მიმართულებით, ამიტომაც 2009 წელს იგი გარემოსდაცვითი ქალაქის ეტალონად იქნა დასახელებული. მოქალაქეები, კომპანიები, საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტები და მათი ადმინისტრაციები ეკოლოგიურ საკითხებზე ერთობლივად მუშაობენ. უკვე მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანის დელეგაცია ეწვია ჩვენს ქალაქს.

    1930-იან წლებში, როდესაც საავტომობილო ინდუსტრია მხოლოდ დამწყები ბიზნესი იყო, რეგიონში დაიწყო იაპონური მანქანების მასიური წარმოება. და დღეს, ავტო ინდუსტრია განიცდის დიდი ცვლილებებს. დაბალი ნახშირბადის საზოგადოების შექმნის მიზნით, "მომავალი იდეალური ნორმალური ქალაქის“ პროგრამის ფარგლებში, შეიქმნა მირაი, რომელიც არის მასობრივი წარმოების წყალბადის საწვავზე მომუშავე ავტომობილი, ეს პროექტი 2015 წელს დაიწყო. Toyota City-ს ყოველთვის ისეთ საქმეს ეკიდებოდა რასაც სხვები ვერ ბედავდნენ და კვლავ რჩება იაპონიის მოწინავე ტექნოლოგიების მწარმოებელ ქალაქად.

    როგორ წარმოიშვა ტოიოტას ქალაქი, როგორც ეროვნული და მსოფლიო ნოვატორი ქალაქი?

    ქალაქი კორომო, არის ტოიოტა სიტის წინამორბედი, იგი წარმატებული იყო აბრეშუმის წარმოებასა და რეალიზაციაში. თუმცა, 1930-იანი წლების დიდმა დეპრესიამ დიდი ზიანი მიაყენა ქალაქის ეკონომიკას. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეები დათრგუნული იყვნენ, ქალაქის მერმა იუიჩი ნაკამურამ ცვლილებებისაკენ აიღო გეზი. მან დაინახა, საავტომობილო წარმოების პოტენციალი, რომელიც იმ დროს ინდუსტრიის ახალი სახეობა იყო და ყველა ღონე იხმარა რომ მოეზიდა ქალაქში ახალი ქარხნები. 1935 წელს მან შეძლო ქალაქის საკუთრებაში არსებული რეგისტრირებული ფართობის, 2 000 000 კვადრატული მეტრი მიწის გაყიდვა და დაიწყო მისი განვითარება.

    კიიჩირო ტოიოდა, რომელიც ისეთივე ამბიციური იყო, როგორც ნააკუმურა, იმ დროს მუშაობდა საავტომობილო ქარხანის მშენებლობაზე. დარწმუნებული იმაში, რომ საავტომობილო ინდუსტრიის განვითარება დადებითად იმოქმედებს ქვეყნის საერთო განვითარებაზე, მან მთელი თავის სიცოცხლე მიუძღვნა საავტომობილო წარმოების ჩამოყალიბებას. მას ქონდა ოცნება - გამოეშვა ადგილობრივი წარმოების ავტომობილები, ამისათვის მან აქ "Toyota Motor Co." დაარსა.

    ნაკამურას და ტოიოდას ალბათ უკვე მაშინ ქონდათ გათვალისწინებული "მომავალი იდეალური ქალაქის კონცეფცია". ამიტომაც არ დაანებეს თავი ახალი ქალაქის და საწარმოო კომპანიის შექმნის მცდელობას, რომელიც იმ დროს შეუძლებელი იყო. 1950-იანი წლებიდან ავტომობილების მწარმოებელი ქარხნების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ტოიოტა სიტი მუდმივად ვითარდება, როგორც ავტომობილებისა და სხვა პროდუქციის მწარმოებელი ქალაქი.

    ქალაქი ფულს აბანდებს მომავალი მწარმოებლების განათლებაში

    Toyota City, ქალაქი სადაც სხვადასხვა სახის მწარმოებლები არიან კონცენტრირებული, ის ძირეული სამრეწველო ქალაქი, სადაც აქტიური წარმოება ხორციელდება. ქალაქის წარმოების საერთო ღირებულება 2014 წელს 13,084,700,000,000 იენი იყო.* ქალაქის 860 ქარხანაში, 105,996 მომუშავეა დასაქმებული* ამ მაჩვენებლებით იგი ქვეყნის მასშტაბით პირველ ადგილზეა. ქალაქში არსებული 357 საავტომობილო ქარხანა აწარმოებს* საერთო პროდუქციის ღირებულების 96.5%*.

    იმისათვის, რომ ქალაქმა მომავალშიც შეინარჩუნოს ასეთი კონკურენტული დონე, იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მაღალტექნოლოგიური მწარმოებლების ჩამოყალიბებას, განსაკუთრებით საავტომობილო დარგში. მაგალითად მონოზუკური მირაის სკოლის შექმნა, სადაც ახალგაზრდა ტექნიკოსები კონკრეტული პროდუქციის შექმნის გზით ავითარებენ საკუთარ კრეატიულ და ტექნიკურ უნარებს, მონოზუკური იკი-ცუკანის ინჟინრების სასწავლო პროგრამა, ის წარმოადგენს მრეწველობის, განათლებისა და მთავრობის ერთობლივ პროგრამას, რომელიც ამზადებს ტექნიკურ ლიდერებს და ავტომანქანების დამზადების ექსპერტებს, აქვე აქტიური სწავლების შესაძლებლობა აქვს ბავშვებსაც. Toyota City შექმნილია იმათთვის ვინც მომავალზეა ორიენტირებულია და ვისაც შეუძლია მიაღწიოს დასახულს მიზანს გახდეს „მომავლის იდეალური ნორმალური ქალაქი“.

    *ოფისები ოთხზე მეტი თანამშრომლით

    იაპონური მრეწველობის საფუძვლები

    როგორც იაპონიის #1 ქალაქი, წარმოებული პროდუქციის ღირებულების მიხედვით, ჩვენ ყოველთვის ვიყავით ქვეყნით ლიდერები წარმოების დარგში, განსაკუთრებით მანქანათმშენებლობაში. ახლა, როდესაც იაპონიის მრეწველობა კრიტიკულ გარდამავალ პერიოდში არის, ჩვენ მიზნად ვისახავთ გარდავიქმნათ ქალაქად, რომელიც იქნება ახალი სამრეწველო რეალობის ლიდერი, სადაც სამრეწველო ოპერაციები ხელს შეუწყობს მაღალი ღირებულების ახალი პროდუქტების, ტექნოლოგიებისა და სერვისების შექმნას. როგორც ქვეყნის წამყვანი კომპანიების სახლი, ჩვენ აქტიურად ვუწყობთ ხელს კომპანიების ურთიერთთანამშრომლობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე.

    ტოიოტას ქალაქი იდეალურია ახალი ბიზნესის დასაწყებად, იმის გამო, რომ აქ შესანიშნავი გარემოა, სადაც არის სწრაფი სამრეწველო კომპლექსები და ლაბორატორიები, ასევე მოსახერხებელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. იმისათვის, რომ ქალაქში მოვიზიდოთ ახალი კომპანიები, ჩვენ შევქმნით წარმოების მხარდაჭერის ცენტრს, და დავეხმარებით ახალ კომპანიებს როგორც ტექნოლოგიების ასევე შესაბამისი პერსონალის მოძიების თვალსაზრისითაც. გარდა ამისა, Toyota City-ი მხარდაჭერას აღუთქვამს მეწარმეებს რომლებიც ორიენტირებული არიან ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.

    ტოიოტას სამრეწველო სექტორის პრომო ვიდეო

    გთხოვთ, იხილოთ ვიდეო Toyota City-ის მრეწველობისა და ხელოსნობის შესახებ .

    ტოიოტას სამრეწველო სექტორის პრომო ვიდეო