მწვანე ქალაქი | ტურიზმი ტოიოტა - ტურიზმის ოფიციალური ვებგვერდი, ტოიოტა სიტი, აიჩი - იაპონია

We use cookies on this site to enhance your user experience. If you continue to browse, you accept the use of cookies on our site.

Accept

Halfway Between Tokyo and Kyoto

  • LANGUAGE
    1. HOME >
    2. ტოიოტას შესახებ >
    3. გარემოს ქალაქი

    ტოიოტა სიტის შესახებ

    გარემოს ქალაქი

    Facebook
    Send by LINE

    World’s Leading Environmental City

    მსოფლიოს წამყვანი ეკოლოგიური ქალაქი

    Toyota City-ში ჩვენ ვმუშაობთ ეკოლოგიურად განვითარებული საზოგადოების განვითარებაზე, რომელიც ენერგო მოხმარების ოპტიმიზაციის გზით მუშაობს შინა მეურნეობებში და თემებში, წარმოება ხორციელდება ეკოლოგიურად განვითარებული ტექნოლოგიების გამოყენებით, ხდება ისეთი ტრანსპორტის გამოყენებას რომელიც ხელსაყრელია როგორც ადამიანებისთვის, ასევე გარემოსთვის, ქალაქი მდიდარია მის გარშემო მდებარე ტყეებით რაც დადებითად მოქმედებს მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვაზე და მხარს უჭერს მოქალაქეების ეკოლოგიურად განვითარებულ ცხოვრებას. დღეისათვის, ქალაქისათვის საჭირო ენერგიის 23% განახლებადი წყაროების მეშვეობითაა უზრუნველყოფილი, თუმცა 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 30%-მდე უნდა გაზარდოს. რაც შეეხება მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრებას, ჩვენ დავიწყეთ „ეკო ოჯახის“ Toyota Eco Point პროგრამა, რომლის დროსაც Toyota Eco Point-ები (ეკოლოგიური ქულები) მიენიჭება იმ მოქალაქეებს, რომლებიც იმოქმედებენ ეკოლოგიის დაცვის თავლსაზრისით და ასეთი მოქალაქეები მიიღებენ ეკოლოგიურად სუფთა ნივთებს, რაც დამოკიდებული იქნება მათ მიერ დაგროვებული ეკო-ქულების საერთო რაოდენობაზე. გარდა ამისა, ჩვენ ხელს ვუწყობთ მომდევნო თაობის ავტომობილების გავრცელებას, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან ალტერნატიული დენის წყაროთი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას საგანგებო სიტუაციებში და კატასტროფის შემთხვევებში.

    უფრო მეტიც, ჩვენ განვახორციელეთ სადემონსტრაციო პროექტები ქალაქის ორ უბანში, ენერგო მოხმარების ოპტიმიზაციის მიზნით თითოეულ ოჯახში CO2 გამონაბოლქვის შემცირების გზით.

    ხვალინდელი სტანდარტები დღე

    Toyota City მიიჩნევს, რომ იდეალური მომავალი ეს არის სხვადასხვა ტექნოლოგიების ურთიერთ შერწყმა. ჩვენ უნდა გვქონდეს ბევრი სამიზნე, რათა თავიდან ავიცილოთ ყურადღების დაკარგვა ჩვენი მთავარი მიზნისაგან, რომელიც უზრუნველყოფს ახალ ცხოვრების წესის დამკვიდრებას და შეიძლება გამოიწვიოს წარმატებული მომავალი.

    Toyota City მიზნად ისახავს გააუმჯობესოს ისეთი დარგები, როგორიცაა საგზაო მოძრაობა, სატყეო მეურნეობა, მრეწველობა, აქვე არასდროს ავიწყდება ცხოვრების წესის გაუმჯობესება და სწორედ ამიტომ ის გახდა იაპონიაში ყველა სხვა ქალაქისათვის მაგალითი.

    ხვალინდელი სტანდარტები დღე

    როგორც იაპონიის საავტომობილო ქალაქისათვის, ჩვენი მიზანია ქალაქის იდეალური დაგეგმვა

    მანქანები შეუცვლელია ჩვენს ცხოვრებაში. Toyota City-ს, როგორც "Motor City" იაპონიაში, მიზნად ისახავს უსაფრთხო და გამარტივებულ სატრანსპორტო მოძრაობას. ჩვენ ჩართულნი ვართ ეკო ეფექტური და მდგრადი ტრანსპორტის გავრცელებაში, რომლებიც ხელს უწყობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციას, ასევე მომავალი თაობის მანქანების და ინტეგრირებული, ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემების დანერგვას.

    • Toyota the Ideal City planning the future for cars and its people
    • Toyota the Ideal City planning the future for cars and its people
    • Toyota the Ideal City planning the future for cars and its people
    • Toyota the Ideal City planning the future for cars and its people

    მდგრადი ქალაქებისა და ურბანიზაციის საერთაშორისო შეხვედრა, 2015 წლის 16 იანვარი

    მდგრადი ქალაქებისა და ურბანიზაციის საერთაშორისო შეხვედრა, 2015 წლის 16 იანვარი

    იაპონიის ქალაქ ტოიოტაში, 2015 წლის 15-16 იანვარს, გაიმართა 23 ქვეყნის მონაწილეების შეხვდა, რომელიც მიზნად ისახავდა მდგრადი ქალაქების განვითარების და მათი სამომავლო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაცვლას.

    მდგრადი ქალაქების არსებობა და მათი შემდგომი განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც არსებული ასევე მომავალი თაობების წარმატებული არსებობისათვის. ეს აღიარებულია მსოფლიოს ლიდერების მიერ, რომლებმაც ჩამოაყალიბეს მდგრადი განვითარების ძირთადი მიზანი (SDG) რომელიც ეძღვნება მდგრადი ქალაქებისა და ადამიანების სამომავლო ცხოვრებას. თუმცა, ასეთი ქალაქები მოიცავენ SDG-ის უმეტესობას. ანალოგიურად, SDG-ის უმრავლესობა მიმართულია ქალაქების მდგრადი და მჭიდრო კავშირების განვითარებაზე. საბოლოოდ, ქალაქების მდგრადი განვითარება ან გაიმარჯვებს ან დაკარგავს აქტუალობას. ამავდროულად, ბევრი ქვეყანა, განსაკუთრებით კი განვითარებადი ქვეყნები, მნიშვნელოვან სიძნელეებს აწყდებიან ურბანიზაციის პროცესების მართვასა და დაგეგმვაში.