ობარას ქაღალდის ხელოვნების მუზეუმი ვაში-ნო-ფურუსატო - ვაშის ხელოვნების გალერეა | ტურიზმი ტოიოტა - ტურიზმის ოფიციალური ვებგვერდი, ტოიოტა სიტი, აიჩი - იაპონია

We use cookies on this site to enhance your user experience. If you continue to browse, you accept the use of cookies on our site.

Accept

Halfway Between Tokyo and Kyoto

  • LANGUAGE
    1. HOME >
    2. ტურიზმისა >
    3. ობარას ქაღალდის ხელოვნების მუზეუმი ვაში-ნო-ფურუსატო - ვაშის ხელოვნების გალერეა

    ობარას ქაღალდის ხელოვნების მუზეუმი ვაში-ნო-ფურუსატო - ვაშის ხელოვნების გალერეა

    ობარა

    20/3/2024 ~ 10/4/2024

    • \r\n\r\n\r\n\r\n\r\n\r\n

    კულტურა ვრცელდება ინფორმაციის საშუალებით, ინფორმაცია ვრცელდება კომუნიკაციის საშუალებით, კომუნიკაცია ქაღალდზეა დაწერილი, ქაღალდს ამზადებენ აიჩიში.

    კოზო არის თუთის ხის იაპონური დასახელება, რომელიც ხარობს აიჩის პრეფექტურის ტოიოტა სიტის ობარას რეგიონში. ეს თუთის ხეები იყო ტრადიციული ხელნაკეთი ვაშის ქაღალდის განსაკუთრებული, ძლიერი ინგრედიენტი, რომელსაც სულ ცოტა 1400-იანი წლებიდან იყენებენ. კოზაოგამი ვაში არის ჩვეულებრივ ქაღალდზე ორჯერ უფრო გამძლე. მისი თვისებებით ის უფრო ახლოა ქსოვილთან ვიდრე ქაღალდთან. ის გამოიყენებოდა ისეთი ტრადიციული დანიშნულებით როგორიცაა ორიგამი, შოდო (კალიგრაფია) და უკიიო-ე ხის ნაკეთობებში. კოზოგამი ვაშის სხვა დანიშნულებითაც იყენებდნენ, ასე მაგალითად როგორც სახლის კარების ტიხარს, წიგნებში და ტანსაცმელშიც კი.

    სოფელ ობარაში მცხოვრები ადამიანები ასწლეულების განმავლობაში ამზადებდნენ ერთი სახეობის ქაღალდს, რომელსაც მიქავა მორიშიტა გიმის უწოდებენ. შოვას პერიოდის მანძილზე ეს ძლიერი ქაღალდი გამოიყენებოდა როგორც ქოლგები და შოჯის ტიხრები და მრავალი სხვა მიზნებისთვის. ვაშის წარმოება იყო ხანგრძლივი და შრომატევადი ინტენსიური პროცესი, რომელიც ხშირად ხდებოდა ცივ ზამთარში, როდესაც სამეურნეო საქმიანობა ჩერდებოდა და ცივი, მტკნარი წყალი აუცილებელი იყო ვაშის დამზადებისას.

    ვაში-ნო-ფურუსატო

    სრული პროცესი და ნაკეთობები შეიძლება იხილოთ ობარას ქაღალდის ხელოვნების მუზეუმში, ვაში-ნო-ფურუსატო ტოიოტა სიტის გარეუბანში.

    მუზეუმის გალერეა წარმოგიდგენთ ობარა ვაშის კულტურას და ქაღალდის გამოყენებით დამზადებულ მრავალ ხელოვნების ნიმუშს. კერძოდ, აქ ნახავთ ობარას ქაღალდის ხელოვნების დამფუძნებელის, ფუჯი ტაცუკიჩის ნამუშევრებს, ვაში იაპონიის სხვა ნამუშევრებთან ერთად. მუზეუმის პირველი სართული გარშემორტყმულია გამწვანებით და მცენარეებით, რომელიც გამოიყენება ქაღალდის მიღების პროცესში.

    სტუმრებს შეუძლიათ იხილონ მოკლე ახსნა-განმარტებითი ვიდეომასალა ქაღალდის წარმოების პროცესის შესახებ და შემდეგ შეეცადონ საკუთარი ხელით დაამზადონ ის, ასევე სტუმრებს აქ შესთავაზებენ ხელოვნების სხვა და სხვა სახეობებს როგორიცაა მხატვრობა, კალიგრაფია და მარაოების დამზადება. აქ ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ობარას ვაშის ხელნაკეთი პროდუქცია.

    მიუხედავად იმისა,რომ მუზეუმის ძირათიდი თემა - ქაღალდი, ერთი შეხედვით არ ჟღერს მიმზიდველად, მას შემდეგ რაც თქვენ საკუთარი თვალით და ხელებით ეზიარებით მას, შეიცნობთ აიჩის პრეფექტურის ხელნაკეთი ისტორიის ერთ ერთ საგანძურს.

    ძირითადი ინფორმაცია

    მისამართი 〒470-0562
    216-1 ეიტარო-ჩო, ტოიოტა-ში
    შეადარეთ ფასები თავისუფალი დაშვება; სემინარები: საფასურის გამოყენება * დეტალები იხილეთ ვებ-გვერდზე
    სამუშაო დღეები და საათები 9:00-16:30 ■ სემინარის საათები: 9:00-16:00
    პარკინგი 150 უფასო ავტოსადგომი
    დღესასწაულები ორშაბათი (თუ ორშაბათი არის დღესასწაული, ღიაა: თარიღი არ იცვლება); წლის ბოლო / ახალი წელი (12/28-1/4)


    ეს ადგილები თქვენ ასევე მოგეწონებათ

    PREV

    NEXT