მაცუდაირა-გო | ტურიზმი ტოიოტა - ტურიზმის ოფიციალური ვებგვერდი, ტოიოტა სიტი, აიჩი - იაპონია

We use cookies on this site to enhance your user experience. If you continue to browse, you accept the use of cookies on our site.

Accept

Halfway Between Tokyo and Kyoto

  • LANGUAGE
    1. HOME >
    2. ტურიზმისა >
    3. მაცუდაირა-გო

    მაცუდაირა-გო

    მაცუდაირა

    22/3/2024 ~ 10/4/2024

    • \r\n\r\n

    მაცუდაირა-გო იყო მაცუდაირას კლანის მშობლიური მხარე, რომლის საფუძველი ტოკუგავას ოჯახშია. მაცუდაირა ტოშოგუს სალოცავთან ერთად არის კიდევ ბევრი ისტორიული ძეგლი რომლებიც დაკავშირებულია მაცუდაირას კლანთან. ასე მაგალითად კოგეცუინის ტაძარი და მაცუდაირას ციხის ნანგრევები. ასევე აქ არსებობს მრავალი ველური მცენარე, ამიტომ სტუმრებს შეუძლიათ დატკბნენ ადგილობრივი ბუნების სხვადასხვა ხედებით წელიწადის ოთხივე სეზონის განმავლობაში, გაზაფხულზე ალუბლის ყვავილებით, ზაფხულის დასაწყისში მინდვრის ყვავილებით და წითელი ნეკერჩხლით შემოდგომაზე.

    კოგეცუინის ტაძარი

    კოგეცუინის ტაძარი (ასევე ცნობილი როგორც ჯაკუზეი-ჯუ ტაძარი) აშენდა 1367 წელს ბერი კანრიუს მიერ. ტრადიცია აღნიშნავს, რომ ეს ტაძარი 1377 წელს ცნობილი გახდა, როგორც კოგეცუინის ტაძარი, როდესაც ჩიკაუჯიმ შესწირა ტაძარს ანიდა ბუდას მთავარი გამოსახულება, ისევე როგორც ყველა დარბაზი და კოშკი.
    მოგვიანებით, ტოკუგავამ ტაძარს შესწირა 100 კოკუ (1 კოკუ იყო ერთი წლის განმავლობაში ერთი ადამიანის საყოფი ბრინჯის მარაგი), და ასევე ტაძარმა მიიღო გავლენიანი შოგუნების მფარველობა.
    აქვე მდებარეობს მაცუდაირას საოჯახო სასაფლაო, სადაც დგას ჩიქოჯის, იასუჩას და ჩაქატადას მეუღლის საფლავები. ამჟამინდელი ტაძრის კარიბჭე და მთავარი დარბაზი 1642 წელს ტოგუგავა იემიცუმ ააგო და იქ ბევრი კულტურული საგანძურია დაცული.

    მაცუდაირა ტოშოგუს სალოცავი

    მაცუდაირა ტოშოგუს სალოცავი ეძღვნება მაცუდაირას კლანის დამაარსებლებს შოგუნს ტოკუგავა იეიასუს დ ამაცუდაირა ჩიკაუჯის. ამბობენ, რომ ტაძარი დაარსდა მაშინ, როდესაც მაცუდაირა ჩიკოუჯიმ აქ საკუთარი სახლი ააშენა და ლოცულობდა ვაქმაიას ჰაჩიმანს აქ, როგორც მისი მფარველი ღვთაების გადმოსასვენებლად. სალოცავი უშუალოდ მაცუდაირას კლანის რეზიდენციის ადგილზეა განთავსებულია. აქვე ახლოს მდებარეობს მაცუდაირა-გო, დარბაზი სადაც კლანის მაცუდაირას და ტოკუგავას ოჯახების ნივთები და რელიკვიები ინახება. აქვე განთავსებულია უბუიუ-ნო-იდო ჭა, რომელსაც საკრალუყრი მნიშვნელობა აქვს, მის წყალს იყენებენ რელიგიური რიტუალების ჩატარებისას, და ასევე მას მიაწერენ მრავალ სამკურნალო და ჯადოსნურ თვისებებს. აქ არის წყარო რომელიც გაედინება ქვის კედლების გასწვრივ, როგორც ამბობებენ ეს კედლები არის მაცუდაირა ნიოშის, კლანის მეცხრე მთავრის სახლის ნანგრევები.
    აქ ასევე მრავლად არის განთავსებული საცალფეხო ბილიკები, გირჩევთ აუცილებლად ისარგებლოთ შემთხვევით და დატკბეთ აქაური ბუნების პეიზაჟებით.
    მაცუდაირა ტოშოგუს სალოცავი ატარებს ტენეკას ფესტივალს და მაცუდაირას საგაზაფხულო ფესტივალს, ის გამოირჩევა ცერემონიებით, როგორიცაა ომიზუტორი (წმინდა წყლის ხატვის ცერემონია), რაც ყოველწლიურად მომლოცველთა დიდ რაოდენობას იზიდავს.

    ყოველწლიური ღონისძიებები

    ტენკა ფესტივალი (ტენკა მაცური) (თებერვლის მეორე კვირა)

    ფესტივალი აღორძინდა 1988 წელს, ის სათავეს იღებს ედოს პერიოდში. ცერემონია პატივს მიაგებს მაცუდაირა ჩიქაუჯის ხსოვნას და დიდ მიღწევებს, რომელიც ლოცულობდა მშვიდობაზე მთელს ქვეყანაში. გამორჩეული მომენტია ნერიკომი (პარადი) და ტამაზერი (ჭიდაობა მთელს მსოფლიოში) იაკუ-ოტოკოს მიერ (უიღბლო ასაკის 25,42 და 61 წლის მაკაცებს აცვიათ მხოლოდ ფონოშის ტანსაცმელი). ხის გლობუსის მოსაპოვებელი შეჯიბრი არის თვალწარმტაცი სანახაობა.

    მაცუდაირას საგაზაფხულო ფესტივალი (მაცუდაირა ჰარუ მაცური) (17 აპრილის წინამორბედი შაბათი)

    მთავარი ფესტივალს წინ უძღვის მოსამზადებელი ღონისძიება. წინასწარ ღონისძიებაზე, ხორციელდება ომიზუტორის ცერემონია რომელიც ტარდება წმინდა ჭის გარშემო, სადაც მონაწილეები ისვრიან ძლიერ ფეიერვერკებს. მთავარ ფესტივალზე არის ტრადიციული მსვლელობა მიქოში-ტოგეო (გადასატანი სიწმიდის აღლუმი), მაცუდაირა ტეშოგუის სალოცავიდან კოგეცუინის ტაძარში.

    ჭერის მოხატულობა

    სალოცავის ჭერი მოხატულია 108 დეკორატიული ნახატით, აქ ასახულია თეთრი და წითელი ქლიავის ყვავილები, ბამბუკის ბალახი და პატარა ქრიზანთემები. შექმნილია 18-თვიანი პერიოდის განმავლობაში და 2015 წელს დასრულდა. ჭერის ფერწერული ტილოები მოხატული იყო ხის პანელებზე, რომელიც სპეციალური წესით არის დამუშავებული.

    ძირითადი ინფორმაცია

    პარკინგი

    საპირფარეშო ოთახები

    მისამართი 〒444-2202
    9-1 აკაბარა, მაცუდაირა-ჩო, ტოიოტა სიტი (მაცუდაირა-გო ფურუსატო ზუკურის კომიტეტის ოფისი)
    პარკინგი ხელმისაწვდომია, უფასოდ (მაქს. 100 მანქანა და 10 ავტობუსი)
    დღესასწაულები არა
    ავტომანქანით ხელმისაწვდომობა 15 წთ. ტოკაი-კანჯოს მაგისტრალის ტოიოტა-მაცუდაირას შეერთებიდან


    ეს ადგილები თქვენ ასევე მოგეწონებათ

    PREV

    NEXT