ფოტოგენური მოგზაურობა: იაპონიის წარსული ცხოვრების გასაცნობად | ტურიზმი ტოიოტა - ტურიზმის ოფიციალური ვებგვერდი, ტოიოტა სიტი, აიჩი - იაპონია

We use cookies on this site to enhance your user experience. If you continue to browse, you accept the use of cookies on our site.

Accept

Halfway Between Tokyo and Kyoto

  • LANGUAGE
    1. HOME >
    2. სარეკომენდაციო კურსები >
    3. ფოტოგენური მოგზაურობა: იაპონიის წარსული ცხოვრების გასაცნობად

    სარეკომენდაციო კურსები

    ფოტოგენური მოგზაურობა: იაპონიის წარსული ცხოვრების გასაცნობად

    ასუკე

    ნახევარი დღე

    კორანკეის ბუნებრივი გარემო სავსეა წელიწადის ოთხივე სეზონის ცვალებადი ნიშნებით: გაზაფხულის მოსვლას აღნიშნავს ლილია (კათაკური), ზაფხულობით სტუმრებს ეგებება ბრწყინვალე ბალახის სიმწვანე და ხეების ჩრდილი. თუ შემოდგომაზე ეწვევით, თქვენ შეხვდებით ლამაზ ლანდშაფტს, სადაც კორანკეი შემოსილია შემოდგომის წითელი ფოთლებით.
    კორანკეის სეზონური ცვლილებების შემდეგ, აუცილებლად სცადეთ "დამზადება-საკუთარი ხელით“, რომელიც წარმოადგენს ასუკეს სამი სახელმწიფოს ხალხური კულტურის მუზეუმს. აქ შეგიძლიათ შეისწავლოთ ყოველდღიური ცხოვრების ნივთების დამზადების ტრადიციული მეთოდები. დამღლელი დღის შემდეგ, დაისვენეთ შირასაგი ონსენის აბანოში, რაც დამატებით ძალებს მოგგვრით ახალი მოგზაურობისთვის.

    • 1დღე
      • კორანკეის ღირსშესანიშნაობები
      • საუნშუ ასუკე იაშიკის მუზეუმი
      • სანაგე ონსენ კურორტი

    START

    1დღე


    კორანკეი

    კორანკეი
    კორანკეი ცნობილია, როგორც შემოდგომის ფოთოლცვენის სამეფო. საუკეთესო დრო, რომ იხილოთ ფოთლები ნოემბრის შუა რიცხვებიდან ნოემბრის ბოლომდეა, და აქ ბევრი სანახაობაა, მაგალითად, კოჯაკუ-ჯის ტაძრისაკენ მიმავალი მცენარეების ხეივანი, ასევე თომოებაშის ხიდის განათება. გაზაფხულზე, მიწა ფერადფერადი ყვავილების ხალიჩით იმოსება. ასევე შეგიძლიათ იხილოთ ლამაზი პეიზაჟები, როდესაც ხეები ყვავის.




    სანშუ ასუკე იაშიკის მუზეუმი

    სანშუ ასუკე იაშიკის მუზეუმი
    ეს ხალხური კულტურის მუზეუმი გაიხსნა 1980 წელს. აქ აღდგენილია მდიდარი მეურნეობის მქონე ოჯახის საცხოვრებელი სახლი, უკანა სახლით, ძირითად სახლთან და ბამბუკის სახლთან ერთად, რომელსაც ხის სახურავი აქვს და ეს მთლიანობაში ხის კონსტრუქციაა. ასუკეს მდიდრულ სახლში წარმოდგენილია ხელნაკეთი ნივთები, რომლებიც დამახასიათებელია ადგილობრივი რეგიონის ცხოვრების წესისთვის, მათ შორის სამზარეულო, ტრადიციული ქაღალდის დამზადების საამქრო, საქსოვი და სხვა. აქ წარმოდგენილია ათი სხვადასხვა სახალხო რეწვის ხელნაკეთი ნოვთები. აქვე გაქვთ საშუალება მოსინჯოთ საკუთარი ძალები.




    სანაგე ონსენ კურორტი

    სანაგე ონსენ კურორტი
    სანაგე ონსენი არის აიჩის პრეფექტურის უმსხვილესი ბუნებრივი რადონის ცხელი წყარო. ცხელი წყაროს წყალი 1,200 მეტრი მიწისქვეშა ფენიდან ამოდის. მას მეტსახელად "სამედიცინო თერმული წყალი“ უწოდებენ, იგი იაპონიაში ერთ-ერთი უიშვიათესი თერმულია წყლია, რომელიც შეგიძლიათ დალიოთ. თქვენ იღებთ რადონის თერმული წყლის სასარგებლო ინგრედიენტებს კანიდან როდესაც ბანაობთ მასში, ცხვირიდან როდესაც ისუნთქავთ მის ოხშივარს და პირიდან როდესაც მას სვამთ. ის არის ძალიან პოპულარული მისი თერაპიული თვისებების გამო. არსებობს აბაზანები, სადაც შეგიძლიათ ბანაობა იმის გარეშე რომ ოფიციალურად სასტუმროში ცხოვრობდეთ. იმისა გამო რომ სანაგე ონსენი მდებარეობს აიჩი კოგენ ქუასის ეროვნული პარკის შუაგულში, აქვე შეგიძლიათ დატკბეთ იაპონური ბაღის ხილვით. ღამის განათება ქმნის ბაღის ლამაზ ხედებს.


    GOAL