ალუბლის ყვავილობის ნახვა, დაუვიწყარი იაპონური ტრადიციაა | ტურიზმი ტოიოტა - ტურიზმის ოფიციალური ვებგვერდი, ტოიოტა სიტი, აიჩი - იაპონია

We use cookies on this site to enhance your user experience. If you continue to browse, you accept the use of cookies on our site.

Accept

Halfway Between Tokyo and Kyoto

  • LANGUAGE
    1. HOME >
    2. ახალი ამბები >
    3. სპეციალური თვისებები >
    4. ალუბლის ყვავილობა

    ალუბლის ყვავილობა

    გაზაფხულზე, იფურჩქნება ბევრი ყვავილი, მათ შორის ყვავის ქლიავი, ატამი და ალუბალი.

    ობარა ფურეაის პარკი (შიკი-ზაკურა)

    ადგილობრივი ძალიან კეთილგანწყობილი არიან ამ ადგილის მიმართ, რადგანაც ის მათ საყვარელ დაისვენების ადგილს წარმოადგენს, ობარა ფურეაის პარკი არის ერთგვარი ხიდი ადამიანებსა და ბუნებას შორის, აქ სტუმრებს შეუძლიათ იხილონ ოთხი სეზონის ბუნებრივი სილამაზე. დაახლოებით 300 შიკიზაკურა (ოთხი სეზონის ალუბლის ხე) არის ობარა ფურეაის პარკში და ტოიოტა სიტის მერიის ობარას ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე. ხეები ყვავიამ გაზაფხულზე, მარტის შუა რიცხვებიდან და აპრილის დასაწყისამდე.

    აიჩის გამწვანების ცენტრი (აიჩიკენ რიოკა ცენტერ)

    ყოველწლიურად, აპრილში, 10,000 იუკი-იანაგი და 40 სომეი იოშინო ერთდროულად ყვავის რითაც ქმნიან ყვავილების სილამაზით გაფორმებულ დერეფანს, რომელიც 130 მეტრს სიგრძისაა.
    იაპონური ბაღის წყნარი გარემო და ალუბლის ყვავილობის თვალწარმტაცი სილამაზე ხელს უწყობს ვიზიტორთა ზღაპრულ სამყაროში მოხვედრას.

    კურაგაიკეს პარკი

    ეს არის საოჯახო პარკი, რომელშიც წარმოდგენილია ექსპანსიური მდელო, სათამაშო სახლი, ბოტანიკური ბაღები, ბავშვთა მოეადანი და სხვა. პარკში დაახლოებით 1,500 ალუბლის ხე ყვავილობს, რასაც ემატება კიდევ 25 სხვადასხვა იშვიათი სახეობის 70 ალუბლის ხე.

    სუიგენის პარკი

    ეს არის მდინარე იაჰაგის გასწვრივ ყვავილების დაკვირვების ცნობილი ადგილი. გაზაფხულზე, დაახლოებით 450 ალუბლის ხე ყვავილობს, იქაურობა გადანათებულია მათი ვარდისფერი ნათებით. ალუბლის ყვავილობის ფესტივალი ტარდება მარტის ბოლოდან აპრილის შუა რიცხვებამდე, ხეები ღამით სპეციალურად ნათდება რომ ფანტასტიკური შესახედაობა იყოს. ფესტივალში ასევე წარმოდგენილია სხვადასხვა ღონისძიებები, როგორიცაა ადგილობრივი საშემსრულებლო ხელოვნება, ჩაის ცერემონიები, თოფის მოხმარების დემონსტრაციები და ადგილობრივი პროდუქტების ბაზრობა.

    კამინაკას მტირალა ატმის ყვავილობა (კამინაკე ნო შიდარე მომო)

    დაახლოებით 3000 მტირალა ატამი ყვავის ასაჰის რაიონის კამიანაკაჩოში. აქ არის დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძის სასეირნო ბილიკები რის გასწვრივაც ხარობენ მტირალა ატმის ხეები. აპრილის შუა რიცხვები ჩვეულებრივ, საუკეთესო პერიოდია ყვავილობის სანახავად, თუმცა ატმები ზოგიერთ წლებში სხვადასხვა დროს ყვავის.

    ცნობილია, როგორც ატმის სოფელი, სანაგეს რეგიონი აიჩის პრეფექტურაში ცნობილია როგორც საუკეთესო ატმის მწარმოებელი რეგიონი. მთის კალთები დამშვენებულია აყვავებული ატმის ხეებით, რაც ქმნის დაუვიწყარ ხედს, ისეთ როგორიც აღწერილია ჩინური იგავში "ატმის ყვავილობის გაზაფხული". როდესაც შესაბამისი სეზონი დგება, სანაგეკიტა ცენტრის მეორე სართული მუდამ ღიაა დამთვალიერებლისთვის რადგანაც აქედან ყვავილოვანი ატმის ველი მოსაჩანს.