ონსენი

ონსენი არის იაპონიის კულტურის კონცენტრირებული ფორმა. ცხელ წყლებთან ერთად, ტრადიციული აბაზანები რომელსაც რიოკანი ეწოდება გთავაზობთ შანსს ისიამოვნოთ იაპონიის ტრადიციული წესით მომზადებული საკვებით, იაპონური სტილის ოთახებით და სტუმართმოყვარეობით.
აუცილებლად მოინახულეთ რიოკანი, რომ იგრძნოთ „ომოტენაში“ ანუ იაპონური სტუმართმოყვარეობა!
- ოდო ონსენის თერმული წყაროების მთავარი ღირშესანიშნაობაა როდონის აბანო. მისი გამოყენება რეკომენდირებულია რევმატიზმის, ნევრალგიის, მაღალი არტერიული წნევის და სხვა დაავადებების დროს. ბევრი ადამიანი აქ მოდის თერმული აბანოების თერაპიული ეფექტის მისაღებად. ზაფხულში, აქ შეგიძლიათ ითევზაოთ და დაიჭიროთ წითელი ორაგული ანკესის გამოყენებით ან საკუთარი ხელებით ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას. შიმაზაკის პარკში ასევე არის ტენისის კორტები. ადგილობრივ სამზარეულო იცვლება წელიწადის დროის მიხედვით. მთის ბოსტნეული გაზაფხულზე, ტკბილი თევზი ზაფხულში, მაცუტაკეს სოკო შემოდგომაზე და ღორის ხორცი ცხელ ქოთანში ზამთარში.
- ოდო ონსენის თერმილი წყაროები და სასადო ონსენის თერმული წყაროები, საკაკინო ონსენის თერმული წყაროები ერთობლიობაში წარმოადგენენ ოქუ-იაჰაგი ონსენის ცხელი წყაროებს. წყალი რეკომენდებული არის ნევრალგიისა და რევმატიზმის სამკურნალოდ. ხალხი აქ ძირითადად რეაბილიტაციისათვის მოდის. აქვე ახლოს მდებარეობს კუების მოშენების ფერმა, ორქიდეების ბაღი და ოშიინომაგაი-ბუცუს ქვის ბუდა, რომელიც გამოკვეთილია ბუნებრივი ქვის კედელში. ასაჰის ადგილობრივი საჩუქრები მოიცავს ბუნებრივ იუმს.
- მდინარე ნაგურამიედინება თერმული წყაროს ქალაქის ცენტრში. მდინარის მიმდებარე ტერიტორია წელიწადის ნებისმიერ დროს ლამაზია. ზაფხულში შეგიძლიათ ითამაშოთ მდინარეში. შემოდგომაზე დატკბეთ შემოდგომის ფოთლებით. ადგილობრივი სამზარეულო იყენებს ბევრ სეზონურ ალპური ბოსტნეულს. ახლოს მდებარეობს ოიდარას პარკი, რომელიც ცნობილია მისი შემოდგომის ფოთლებით, ზუირიუჯის ტაძარი ცნობილია მტირალა ალუბლის ყვავილიბით და ჯოგაიამას მთა ცნობილია მისი დიდი კომბოსტოს ნაყოფით. აქ შეგიძლიათ დატკბეთ ბუნებთ ნებისმიერ ადგილას.
- ისიამოვნეთ სხვადასხვა სახის აბაზანებით, როგორიცაა გარე ხის აბანო გარშემორტყმული ლამაზი ყვავილებით. ქვის ორთქლის საუნას აქვს სამკურნალო მცენარეების არომატი. ასევე არსებობს ყვავილოვანი ცხელი წყალი. საცურაო აუზს აქვს ხის სკამები და ჩამოკიდებული ხელოვნების ნიმუშები, თავს იგრძნობთ როგორც ტყეში. ბანაობის შემდეგ, ისადილეთ დინგურ-ტეის რესტორანში და შეეცადეთ მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი კერძები, როგორიცაა ვაპა-ჰან ბრინჯის კერძი, რომელიც ითვლება როგორც ჯანსაღი საკვები და მასში არის უამრავი ბოსტნეული. ისიამოვნეთ ადგილობრივი წარმოების პროდუქტებით დამზადებული კერძების სამზარეულოთი.
- სანაგე ონსენი არის აიჩის პრეფექტურის უმსხვილესი ბუნებრივი რადონის ცხელი წყარო. ცხელი წყაროს წყალი 1,200 მეტრი მიწისქვეშა ფენიდან ამოდის. მას მეტსახელად "სამედიცინო თერმული წყალი“ უწოდებენ, იგი იაპონიაში ერთ-ერთი უიშვიათესი თერმულია წყლია, რომელიც შეგიძლიათ დალიოთ. თქვენ იღებთ რადონის თერმული წყლის სასარგებლო ინგრედიენტებს კანიდან როდესაც ბანაობთ მასში, ცხვირიდან როდესაც ისუნთქავთ მის ოხშივარს და პირიდან როდესაც მას სვამთ. ის არის ძალიან პოპულარული მისი თერაპიული თვისებების გამო. არსებობს აბაზანები, სადაც შეგიძლიათ ბანაობა იმის გარეშე რომ ოფიციალურად სასტუმროში ცხოვრობდეთ. იმისა გამო რომ სანაგე ონსენი მდებარეობს აიჩი კოგენ ქუასის ეროვნული პარკის შუაგულში, აქვე შეგიძლიათ დატკბეთ იაპონური ბაღის ხილვით. ღამის განათება ქმნის ბაღის ლამაზ ხედებს.