მოდით ვნახოთ რაგბის მატჩი ტოიოტა სტადიონზე! | ტურიზმი ტოიოტა - ტურიზმის ოფიციალური ვებგვერდი, ტოიოტა სიტი, აიჩი - იაპონია

We use cookies on this site to enhance your user experience. If you continue to browse, you accept the use of cookies on our site.

Accept

Halfway Between Tokyo and Kyoto

  • LANGUAGE
    1. HOME >
    2. ახალი ამბები >
    3. სპეციალური თვისებები >
    4. მოდით ვნახოთ რაგბის მატჩი ტოიოტა სტადიონზე!

    გადამწყვეტი ტურნირი, რომელიც რაგბის მსოფლიო ჩემპიონს გამოავლენს, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება იაპონიაში, მათ შორის ტოიოტას სტადიონზე, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შევიდა 12 გამორჩეულ სტადიონთა სიაში. გსურთ შეუერთდეთ ფანების ჯგუფს ტოიოტას სტადიონზე?
    რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება, და ის რაგბის სამყაროს ცენტრალური ღონისძიებაა. ეს არის რაგბის უმაღლესი დონე, სადაც მოხვედრაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოთამაშეები ოცნებობენ. ჩემპიონატი მიმდინარეობს შვიდი კვირის განმავლობაში, ის არის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შემდეგ ყველაზე დიდი საზაფხულო სპორტული ღონისძიება.
    იაპონია უმასპინძლებს IX RWC 2019, ეს ტურნირი პირველად იმართება აზიაში, ასევე იაპონია პირველი მასპინძელი ქვეყანა, რომელიც არ არის ტრადიციული რაგბის წარმომადგენელი.

    GAMES

    სტადიონი ტოიოტა
    მატჩების განრიგი

    • 1

      უელსი v საქართველო

      DAY :23 სექტემბერი (ორშაბათი - უქმე დღე), 2019

      TIME :დასაწყისი 19:15

    • 2

      სამხრეთ აფრიკა v ნამიბია

      DAY :28 სექტემბერი (შაბათი), 2019

      TIME :დასაწყისი 18:45

    • 3

      იაპონია v სამოა

      DAY :5 ოქტომბერი (შაბათი), 2019

      TIME :დასაწყისი 19:30

    • 4

      ახალი ზელანდია v იტალია

      DAY :12 ოქტომბერი (შაბათი), 2019

      TIME :დასაწყისი 13:45

    TICKETS

    ინფორმაცია ბილეთების გაყიდვების შესახებ

    ინფორმაცია ბილეთების გაყიდვების შესახებ

    ინფორმაცია ბილეთების გაყიდვების შესახებ

    Toyota Stadium-ზე ჩასატარებელი თამაშების ბილეთების გაყიდვების შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ RWC2019-ის ოფიციალურ ვებ-გვერდს.
    RWC2019- აიჩის პრეფექტურა・ტოიოტა სითი PR ბროშურა
    (PDF 1.4MB)

    ინფორმაცია RWC2019-ის იაპონიის ტურნირის ბილეთების გაყიდვების შესახებ

    ინფორმაცია ბილეთების გაყიდვების შესახებ

    BASIC OUTLINE

    ძირითადი ინფორმაცია

    მდებარეობა 〒471-0016
    7-2 სენგოკუ-ჩო, ტოიოტა სიტი (ქალაქი ტოიოტას სტადიონი)
    საპირფარეშოები ხელმისაწვდომი
    ადგილი Toyota Stadium-ის ვებ-გვერდი
    ჩატარების თარიღი 20 სექტემბრიდან (პარასკევი) 2 ნოემბრამდე (შაბათი), 2019
    [ თამაშები ტოიოტას სტადიონზე ]
    23 სექტემბერი (ორშაბათი - უქმე დღე) და 28 სექტემბერი (შაბათი), 5 ოქტომბერი (შაბათი) და 12 ოქტომბერი (შაბათი), 2019
    საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხელმისაწვდომობა [მიმართულებები ნაგოიადან]
    •ნაგოიას სადგურიდან ჰიგაშიიამას ხაზით, იმგზავრეთ ფუშიმის სადგურამდე და გადადით ცურუმაის ხაზზე (რომელიც უკავშირდება მეიტეცუს ხაზს აკაიკედან). ჩამოდით მეიტეცუ ტოიოტაშის სადგურზე.
    •მეიტეცუ ნაგოიას სადგურიდან, დაჯექით მეიტეცუ ნაგოიას მთავარ ხაზზე ჩირიუს სადგურამდე. ჩამოდით მეიტეცუ ტოიოტაშის სადგურზე.
    •ჯეი არ ნაგოიას სადგურიდან, დაჯექით ჯეი არ ჩუოს მთავარ ხაზზე კოზოჯის სადგურამდე. იმგზავრეთ აიჩის ლუპ ხაზამდე და ჩამოდით შინ-ტოიოტას სადგურზე

    მეიტეცუ ტოიოტაშის სადგურიდან, იარეთ ფეხით 15 წუთი აღმოსავლეთით ტოიოტას სტადიონამდე (4წთ შინ-ტოიოტა სადგურიდან).
    ავტომანქანით ხელმისაწვდომობა • დაახ. 15წთ ჩრდილო-აღმოსავლეთით ტომეის ექსპრესვეით, ტოიოტა აი სი მეშვეობით მარშრუტები 155, და 153, ან; • დაახ. 10წთ ჩრდილო-დასავლეთით ტოკაი-ლუპის ექსპრესვეით, ტოიოტა-მაცუდაირას მეშვეობით მარშრუტი 301.
    დაკავშირებული ბმულები

    რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 2019 ოფიციალური ვებგვერდი

    რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 2019, ინფორმაცია ტოიოტა სიტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (იაპონურად)

    STPOTS by Area

    რეკომენდებული ღირსშესანიშნაობები და მნიშვნელოვანი ადგილები

    ქალაქი ელოდება თუ როდის აღმოაჩენთ მის ძველებურ და თანამედროვე სანახაობებს. ბევრს ექმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ Toyota-ს შესახებ ნებისმიერი საუბარი უნდა ეხებოდეს მხოლოდ მანქანებსა და ქარხნებს. ქალაქი მდებარეობს აიჩის პრეფექტურის შუაგულში და მოიცავს მისი მთლიანი ფართობის 20%-ს, ასევე უნდა ითქვას რომ ის მართლაც არის მრეწველობისა და ხელოსნობის ცენტრი. მაგრამ ტოიოტა სიტი ამაზე ბევრად მეტია.

    • კურაგაიკეს პარკი

      TOYOTA AREA

      კურაგაიკეს პარკი
      ოჯახური დასვენებისათვის კეთილმოწყობილი პარკი, ცნობილია კურაგაიკეს ტბის ირგვლივ განლაგებული ღირშესანიშნაობებით. აიჩი-ქოგენ-ქუარასის ეროვნული პარკი ცნობილია თავისი მდიდარი ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი.
    • „მიჩი-ნო-ეკი

      INABU AREA

      „მიჩი-ნო-ეკი" გზისპირა სადგური დონგური-ნო-სატო ინაბუ
      დონგური-ნო-სატო ინაბუ (ინაბუს რკოს მიწა) მდებარეობს ტოიოტა სიტის ინობუს რაიონში, აიჩის პრეფექტურაში. დონგური-ნო-იუს თერმული წყაროები, ახალგამომცხვარი პური და დონგური იოკოჩოს ბაზრობა გთააზობთ დაუვიწყარი დელიკატესების მრავალფეროვნებას. უგემრიელეს საკვებს არ აქვს სეზონი, აუცილებლად უნდა ეწვიოთ მთის სოფელს ინაბუს.
    • მაცუდაირა-გო

      MATSUDAIRA AREA

      მაცუდაირა-გო
      მაცუდაირა-გო იყო მაცუდაირას კლანის მშობლიური მხარე, რომლის საფუძველი ტოკუგავას ოჯახშია. მაცუდაირა ტოშოგუს სალოცავთან ერთად არის კიდევ ბევრი ისტორიული ძეგლი რომლებიც დაკავშირებულია მაცუდაირას კლანთან. ასე მაგალითად კოგეცუინის ტაძარი და მაცუდაირას ციხის ნანგრევები. ასევე აქ არსებობს მრავალი ველური მცენარე, ამიტომ სტუმრებს შეუძლიათ დატკბნენ ადგილობრივი ბუნების სხვადასხვა ხედებით წელიწადის ოთხივე სეზონის განმავლობაში, გაზაფხულზე ალუბლის ყვავილებით, ზაფხულის დასაწყისში მინდვრის ყვავილებით და წითელი ნეკერჩხლით შემოდგომაზე.
    • სოფელი ასაჰი კოგენ გენაკიმურა

      ASAHI AREA

      სოფელი ასაჰი კოგენ გენაკიმურა
      მრავალპროფილიანი დასასვენებელი ობიექტი მდებარეობს 650 მეტრ სიმაღლეზე. ისიამოვნეთ სხვადასხვა ღონისძიებებით, როგორიცაა კემპინგი, სამწვადე პიკნიკები, კონტაქტური ზოოპარკი, ხელოსნობის პრაქტიკული კლასები და ასტრონომიული დაკვირვებები. ზამთარში ბავშვებს შეუძლიათ ისარგებლონ იუკისორის სათხილამურო ტრასით გართობა და დასასვენება წელიწადის ნებისმიერ დროს.
    • ფუჯი-ნო-ქაირო ვისტერია ხეივანი

      FUJIOKA AREA

      ფუჯი-ნო-ქაირო ვისტერია ხეივანი
      დაახლოებით 370 მეტრი ფეხით გასეირნება, ბილიკებით, სადაც აპრილის ბოლოდან მაისის დასაწყისამდე ყვავილების შესანიშნავ ხედებს ნახავთ. "ვისტერიის" ფესტივალი ოქროს კვირაში იმართება, როდესაც ყვავილები სრულად ყვავიან.
    • კორანკეი

      ASUKE AREA

      კორანკეი
      კორანკეი ცნობილია, როგორც შემოდგომის ფოთოლცვენის სამეფო. საუკეთესო დრო, რომ იხილოთ ფოთლები ნოემბრის შუა რიცხვებიდან ნოემბრის ბოლომდეა, და აქ ბევრი სანახაობაა, მაგალითად, კოჯაკუ-ჯის ტაძრისაკენ მიმავალი მცენარეების ხეივანი, ასევე თომოებაშის ხიდის განათება. გაზაფხულზე, მიწა ფერადფერადი ყვავილების ხალიჩით იმოსება. ასევე შეგიძლიათ იხილოთ ლამაზი პეიზაჟები, როდესაც ხეები ყვავის.
    • ობარას ქაღალდის ხელოვნების მუზეუმი ვაში-ნო-ფურუსატო - ვაშის ხელოვნების გალერეა

      OBARA AREA

      ობარას ქაღალდის ხელოვნების მუზეუმი ვაში-ნო-ფურუსატო - ვაშის ხელოვნების გალერეა
      ობარას რაიონში მდებარეობს სამთო ტყე, უძველესი დროიდან იგი ცნობილია, როგორც ქაღალდის წარმოების სამშობლო. ვაშის ხელოვნების გალერეაში თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ ყველაფერი ქაღალდის წარმოების შესახებ, აქ შეგიძლიათ პირადად დაეუფლოთ ქაღალდის წარმოების ხელოვნებას და შექმნათ საკუთარი ხელნაკეთობები. გაზაფხულზე დატკბით თუთის ხეების ყვავილობით ხოლო შემოდგომაზე დგება ალუბლის ყვავილობის ოთხი სეზონის დრო, შკიზკურა, რაც შეზავებულია ნეკერჩხლის ხეების დამახასიათებელ ფოთლცვენასთან.
    • ტბა მიქავა (მიქავა-კო)

      AHIMOYAMA AREA

      ტბა მიქავა (მიქავა-კო)
      ბევრი ადამიანი ჩამოდის ტბის სეზონური სილამაზის სანახავად. თქვენ შეგიძლიათ დაარტყათ ტბას წრე, სულ 16 კილომეტრია, ან ისარგებლოთ ველოსიპედით. არსებობს დასასვენებელი სადგურები, საცალფეხო ბილიკები, ბუნგალოები და კემპინგები. ასევე შეგიძლიათ იქირავოთ ნავი ტბაზე გასასვლელად ან სათევზაოდ.