ოიდენის ცეკვა ფეიერვერკის ფესტივალს ხვდება | ტურიზმი ტოიოტა - ტურიზმის ოფიციალური ვებგვერდი, ტოიოტა სიტი, აიჩი - იაპონია

We use cookies on this site to enhance your user experience. If you continue to browse, you accept the use of cookies on our site.

Accept

Halfway Between Tokyo and Kyoto

  • LANGUAGE
    1. HOME >
    2. ახალი ამბები >
    3. სპეციალური თვისებები >
    4. ოიდენის ცეკვა ფეიერვერკის ფესტივალს ხვდება

    ოიდენის ცეკვა ფეიერვერკის ფესტივალს ხვდება

    რა არის ტოიოტა ოიდენის ფესტივალი?

    რა არის ტოიოტა ოიდენის ფესტივალი?

    ტოიოტა ოიდენის ფეიერვერკების ფესტივალი იაპონიაში საუკეთესოა, აქ ქვეყნის მასშტაბით ფეიერვერკის შვიდი ოსტატი ეჯიბრება ერთმანეთს. ამ ფეიერვერკულ ფესტივალზე, სპონსორობის ადგილები ახლოს არის განლაგებული გაშვების წერტილთან, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ ულამაზესი ფეიერვერკი, უშუალო სიახლოვეში შეიგრძნოთ მისი სიძლიერე და სილამაზე.

    წარმოუდგენელი ფეიერვერკების ფესტივალი - იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი!

    წარმოუდგენელი ფეიერვერკების ფესტივალი - იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი!

    თარიღი და დრო:
    17:30-20:45, 30 ივლისი, 2022 (კვირა)
    ლოკაცია:
    შირაჰამას პარკი და მდინარე იაჰაგის ნაპირების გასწვრივ

    „ოიდენის ცეკვების" მონაწილეებს უწოდებენ ოდორი-რენს, რომელიც ასრულებს შთამბეჭდავ "მიზერუს" ცეკვებს - მისი მთავარი მიზანია აუდიტორიის გამხიარულება ამ ფესტივალს ორი ნაწილი გააჩნია, "ძირითადი საცეკვაო განყოფილება", სადაც თითოეული გუნდი კონკურსში მონაწილეობს და "მოწყობის დივიზიონი", სადაც გუნდები საკუთარ თავდაპირველ ცეკვებს ასრულებენ.
    ფესტივალი "ოიდენის ფინალამდე" დაახლოებით ერთი თვით ადრე იწყება, ქალაქის სხვადასხვა რაიონებში იმართება "ჩემი ქალაქი ოიდენის" წარმოდგენები. ოიდენის დასკვნითი ღონისძიებაა, სადაც ერთმანეთს ეპაექრებიან ჩემპიონი ოდორი-რენი გუნდები თითოეული ჩემი ქალაქი ოიდენის წარმომადგენლები.
    საუკეთესო ოდორი-რენ გუნდები თითოეული ოლქიდან შემდეგ იკრიბება ერთად და იმართება ოიდენ ფინალური კონკურსი, რაც შთამბეჭდავი და ლამაზი სანახაობაა.
    გარდა, მომხიბლავი ოდორი-რენის ცეკვის წარმოდგენებისა, ყურადღება მიაქციეთ მათ ულამაზეს ტანსაცმელს - ეს არის კიდევ ერთი სრულიად განსხვავებული და საინტერესო ნივთი.
    თუ თქვენ შეგხვდათ ტობი-ირი-რენი, თქვენც უნდა იცეკვოთ, რადგანაც მათი ძირითადი ამოცანაა ერთად შეკრიბონ მოხალისე და მოცეკვავე გულშემატკივარები!

    წარმოუდგენელი ფეიერვერკების ფესტივალი - იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი!

    წარმოუდგენელი ფეიერვერკების ფესტივალი - იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი!
    თარიღი და დრო:
    19:10-21:00, 31 ივლისი, 2022 (კვირა)
    ლოკაცია:
    შირაჰამას პარკი და მდინარე იაჰაგის ნაპირების გასწვრივ

    ფეიერვერკების ფესტივალი, რომელიც ასრულებს ტოიოტას ოიდენის ფესტივალს არის იაპონიაში ერთ ერთი უდიდესი. ის აჩვენებს უზარმაზარ ძალას და ხშირად შედის ფეიერვერკების გაშუქების სტატიებში.
    არსებობს სხვადასხვა სახის ფეიერვერკი, "მელოდიური ფეიერვერკი" (*1), სინქრონიზებული სინათლითა და ხმით, ასევე არის ძლიერი "დიდი ვარსკვლავის ნაღმები" (*2), დიდი "ნიაგარას ჩანჩქერი", რომელიც არის 30მ სიმაღლეში და 550მ სიგანეში, ასევე არსებობს მიქავას ტრადიციული "ხელის ფეიერვერკები"!
    გარდა ამისა, ეს განსაკუთრებული ფეიერვერკების ფესტივალი ხშირად მასპინძლობს მსოფლიოს მასშტაბით ცნობილ ფეიერვერკების ოსტატებს, რომლებიც აქ ისეთ წარმოდგენებს დგამენ რასაც ვერ ნახავთ სხვაგან, ასე მაგალითად "შემოქმედებითი ფეიერვერკები" და იაპონიის ფეიერვერკების ხელოვანთა ასოციაციის მიერ შექმნილი საოცარი წარმოდგენები.

    (*1) მელოდიური ფეიერვერკი ... ფეიერვერკის განათება სინქრონიზებულია შესანიშნავ მუსიკასთან.
    (*2) "ვარსკვლავთ ნაღმების“ კომბინირებული გაშვება, ამ დროს ცაში ერთდორულად ადის ათობით და ასობით ფეიერვერკი. „დიდი ვარსკვლავის ნაღმის" გაშვება ხორციელდება ერთდროულად სხვადასხვა ადგილიდან.

    ポイントეს საუკეთესო ადგილია ფეიერვერკების სანახავად!

    ეს საუკეთესო ადგილია ფეიერვერკების სანახავად!

    ჩვენ გირჩევთ აიღოთ სპონსორთა ადგილები, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ტოიოტა ოიდებ ფესტივალი უშუალო სიახლოვეში.
    ძირითადი უპირატესობებია, ის რომ არ გჭირდებათ ადგილის პოვნა, გაქვთ ფეიერვერკის ყურების საუკეთესო ხედი.
    გსურთ უყუროთ საუკეთესო ფეიერვერკს საუკეთესო ადგილებიდან?
    კავაბათა პარკი, ეს არის ფეიერვერკების გაშვების ადგილიდან ჩრდილოეთით, ფეიერვერკების სათვალთვალო ალტერნატიული ადგილი (ზოგიერთი ფეიერვერკი არ ჩანს).

    Toyota Oiden Festival Official Website - Sponsorship Information (External link-Japanese)

    Check the location of Kawabata Park on Google Maps (External Link)

    ポイントეს არის ადგილი შეგიძლიათ მოითხოვოთ დასაჯდომი!

    ეს არის ადგილი შეგიძლიათ მოითხოვოთ დასაჯდომი!

    სპონსორების ადგილებიდან ჩრდილოეთ და სამხრეთით ასარჩევი ადგილებია, აქ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ საკუთარი ადგილი (დაგეგმილი).

    Toyota Oiden Festival Official Website - Fireworks Venue (External Link-Japanese)